კრისტენ სტიუარტი
| კრისტენ სტიუარტი | |
კრისტენ სტიუარტი 2012 წლის Wondercon-ზე. |
|
| დაბადების სახელი | კრისტენ ჯეიმზ სტიუარტი |
| დაბადების ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
| დაიბადა | 9 აპრილი, 1990 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1999-დან დღემდე |
| ოფიციალური ვებგვერდი | kristenstewart.com |
კრისტენ ჯეიმზ სტიუარტი (ინგლ. Kristen Jaymes Stewart; დ. 9 აპრილი,1990,ლოს-ანჯელესი,კალიფორნია,აშშ) — ამერიკელი მსახიობი.კრისტენმა ადრეულ ასაკში დაიწყო კარიერა. იგი იყო 8 წლის როდესაც მან პატარა როლი შეასრულა ფილმში Thirteen. ამას მოყვა მეორე ხარისხოვანი როლი ფილმში the safety of objects. 2002 წელს მან ითამაშა ჯუდი ფოსტერთან ერთად ფილმში Panic Room. ამის შემდეგ შერონ სტოუნთან და დენის ქუაიდთან ერთად ითამაშა ფილმში Cold Creek Manor 2003 წელს. 2004 წელს გამოვიდა ფილმი Speak სადაც იგი მთავარ როლს ასრულებდა. მისი პერსონაჟი დეპრესიული გოგო იყო რომელსაც ბევრი პრობლემა ჰქონდა. ამ ფილმის მერე მას დიდი აღიარება ხვდა წილად და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი როლი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი კარიერისთვის იყო ფილმი In the Land of Women, მეგ რაიანთან ერთად, სადაც იგი Lucy Hardwicke-ს როლს ასრულებდა. 2008 წელს შექმნილ ფილმში მან პარტნიორობა გაუწია ისეთ ცნობილ მსახიობებს როგორბიც არიან რობერტ დე ნირო,ბრიუს უილისი და ა.შ მისი ყველაზე ცნობილი და პოპულარული როლი არის ბელა სვონის როლი ფილმში ბინდი.ამ როლისთვის მან გამოიყენა ყავისფერი ლინზები, რადგან წიგნში, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს, ნათქვამი იყო, რომ ბელას თაფლისფერი თვალები ჰქონდა,კრისტენს კი მწვანე თვალები აქვს. მას მოუწია სიმღერის შესრულება ფილმში Into the Wild. მან ეს სიმღერა ისე შეასრულა, როგორც ნამდვილი პროფესიონალი იმღერებდა. ფილმში The Runaways, ის ასრულებს ცნობილი როკ მომღერლის ჯოან ჯეტის როლს.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
| წელი | სათაური | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1999 | მეცამეტე წელი | გოგონა სასმელის მოლოდინში | არ არის მითითებული ტიტრებში |
| 2000 | ფლინტსტოუები ვივა როკ ვეგასში | არ არის მითითებული ტიტრებში | |
| 2001 | ნივთების უსაფრთხოება | სემ ჯენინგზი | შეზღუდული რაოდენობით გამოსული |
| 2002 | შიშის ოთახი | სარა ალტმანი | |
| 2003 | ეშმაკის მამული | კრიტსტენ ტილსონი | |
| 2004 | ილაპარაკე | მელინდა სორდინო | |
| 2004 | დაიჭირეთ ეგ ბიჭი | მედი | |
| 2004 | წყალქვეშა დინება | ლილა | |
| 2005 | სასტიკი ხალხი | მეია ოსბორნი | შეზღუდული რაოდენობით გამოსული |
| 2005 | ზათურა | ლიზა | |
| 2007 | მაცნეები | ჯესიკა სოლომონი | |
| 2007 | ქალთა ქვეყანაში | ლუსი ჰარდვიკი | |
| 2007 | ნამცხვრების მჭამელები | ჯორჯია | შეზღუდული რაოდენობით გამოსული |
| 2007 | ველურ პირობებში | ტრეისი ტატრო | |
| 2007 | კუტლასი | ახალგაზრდა რობინი | მოკლემეტრაჟიანი |
| 2008 | ტელეპორტი | სოფი | ეპიზოდური როლი |
| 2008 | რა მოხდა? | ზოუ | |
| 2008 | ბინდი | ბელა სუონი | |
| 2009 | თავგადასავლების ქვეყანა | ემილი ლევინი | |
| 2009 | ბინდის საგა: ახალი მთვარე | ბელა სუონი | |
| 2010 | ყვითელი თავსაფარი | მარტინი | შეზღუდული რაოდენობით გამოსული |
| 2010 | გაქცეულები (ფილმი) | ჯოან ჯეტი | |
| 2010 | მობრძანდით რაილისთან | მელორი | |
| 2010 | ბინდის საგა: დაბნელება | ბელა სუონი | |
| 2011 | გზაზე | მერილუ | მზადდება |
| 2011 | ბინდის საგა: განთიადი, ნაწილი 1 | ბელა სუონი | მზადდება |
| 2012 | ბინდის საგა: განთიადი, ნაწილი 2 | ბელა სუონი | მზადდება |