ხოსე სან-მარტინი
| ხოსე სან-მარტინი | ||
| პერუს პროტექტორი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 3 აგვისტო 1821 – 20 სექტემბერი 1822 | ||
| მემკვიდრე | ფრანსისკო ხავიერ დე ლუნა პისარო | |
|
|
||
| დაბადებული | 25 თებერვალი 1778 იაპეიუ ლა–პლატა |
|
| გარდაცვლილი | 17 აგვისტო 1850 საფრანგეთი |
|
ხოსე დე სან–მარტინი (ესპ. José Francisco de San Martín y Matorras; 25 თებერვალი 1778 — 17 აგვისტო 1850) – ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, არგენტინის ეროვნული გმირი. დამოუკიდებელი პერუს პირველი პრეზიდენტი.
ბიოგრაფია[რედაქტირება]
დაიბადა პატარა ქალაქ იაპეიუში, რომელიც თანამედროვე არგენტინის კორიენტესის პროვინციაში მდებარეობს. მამამისი ესპანეთის კოლონიური არმიის კაპიტანი იყო. როდესაც ხოსე 6 წლისა იყო მისი მშობლები გადავიდნენ საცხოვრებლად ესპანეთში, სადაც 1785 წელს შეიყვანეს პრესტიჟულ მადრიდის სემინარიაში, სადაც მან სამხედრო განათლება მიიღო.1808-1812 წლებში მონაწილეობდა ესპანელი ხალხის ბრძოლაში ფრანგი დამპყრობლების წინააღმდეგ. 1812 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ესპანელთა ბატონობის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვებთან ერთად შექმნა პატრიოტული ორგანიზაცია. 1816 წელს, რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციების დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, არმიის სარდალი გახდა. 1817 წელს, სან მარტინმა მოაწყო ურთულესი გადასვლა ანდების მთებზე და გაათავისუფლა ჩილე. 1820-1821 წლებში გაათავისუფლა ქვემო პერუ და გამოაცხადა მისი დამოუკიდებლობა. სან-მარტინი ხელმძღვანელობდა პერუს პირველ მთავრობას, მან თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა რეფორმატორმა.1822 წელს ბოლივართან მომხდარი უთანხმოების გამო სან-მარტინი ნებაყოფლობით ჩამოსცილდა სამხედრო და პოლიტიკურ საქმიანობას და გადასახლდა საფრანგეთში, სადაც 1850 წელს გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Short biography of San Martín
- Another short biography
- Biography of San Martín
- History of San Martín
- Articles on San Martín on newspaper Clarín
- Sanmartinian National Institute
- Short biography of San Martín by Felipe Pigna
- Guía documental del Bicentenario de la Batalla de Bailén.
| წინამორბედი: ' |
პერუს პრეზიდენტი 1821 – 1822 |
შემდეგი: ფრანსისკო პისარო |
|
|||||||