რიკარდო ლეონსიო ელიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რიკარდო ლეონსიო ელიასი — (ესპ. Ricardo Leoncio Elías Arias; დ. 12 სექტემბერი, 1874, პისკო, პერუ — გ. 20 მარტი, 1951, ლიმა, პერუ) — პერუელი სამხედრო და პოლოიტიკური მოღვაწე, დროებითი სამთავრობო ხუნტის მეორე პრეზიდენტი (ფაქტობრივად პერუს სახელმწიფოს მეთაურის) პოსტი ეკავა 1931 წლის 1-დან 5 მარტამდე.

იგი იბრძოდა აუგუსტო ლეგიას ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ლეგიას დამხობის შემდეგ სახელმწიფო მეთაურის თანამდებობა ჯერ მანუელ მარია პონსე ბრუსეტს (2 დღით), შემდეგ კი ლუის მიგელ სანჩეს სეროს ეკავა რამდენიმე თვის განმავლობაში. სულ მალე სანჩეს სერო იძულებული გახდა უარი ეთქვა თანამდებობაზე ელიასის სასარგებლოდ, თუმცა ეს უკანასკნელი თანამდებობაზე დარჩა მხოლოდ 4 დღე, მისი ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიელების შედეგად დაამხო ასევე "უდღეურმა" პრეზიდენტმა გუსტავო ხიმენესმა, რომელიც პოსტს 6 დღის მანძილზე ინარჩუნებდა.

ელიასს ეკავა პერუს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Basadre, Jorge: Historia de la República del Perú. 1822 - 1933, Octava Edición, corregida y aumentada. Tomo 2. Editada por el Diario "La República" de Lima y la Universidad "Ricardo Palma". Impreso en Santiago de Chile, 1998.
  • Tauro del Pino, Alberto: Enciclopedia Ilustrada del Perú. Tercera Edición. Tomo 11. MEN-OJE. Lima, PEISA, 2001. ISBN 9972-40-160-9
  • Vargas Ugarte, Rubén: Historia General del Perú. Octavo y Noveno Tomo. Primera Edición. Editor Carlos Milla Batres. Lima, Perú, 1971.
  • Varios autores: Historia del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-35-4
წინამორბედი:
ლუის მიგელ სანჩეს სერო
პერუს პრეზიდენტი

1931
შემდეგი:
გუსტავო ხიმენესი