ნიკოლას ლინდლეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლას ლინდლეი

ნიკოლას ლინდლეი (ესპ. Nicolás Lindley López; დ. 16 ნოემბერი, 1908 — გ. 3 თებერვალი, 1995) — პერუელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. სამხედრო ხუნტის მეორე პრეზიდენტის წოდებით პერუს მართავდა 1963 წლის 3 მარტიდან 28 ივლისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ლიმაში ინგლისური წარმოშობის არისტოკრატის ოჯახში. განათლება მიიღო ინგლისურ-პერუულ სკოლაში. უმაღლესი სამხედრო განათლება მიიღო ჩირილოსის სამხედრო სასწავლებელში.

1962 წელს რიკარდო პერეს გოდოისთან ერთად მოახდინა სამხედრო გადატრიალება კანონიერად არჩეული პრეზიდენტის მანუელ პრადოს წინააღმდეგ, რომელსაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების გასვლამდე დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ 10 დღე.

გადატრიალების შემდეგ შექმნეს ხუნტა რიკარდო პერეს გოდოის მეთაურობით, მაგრამ 1963 წლის 3 მარტს ნიკოლას ლინდლეიმ მის წინააღმდეგ მოაწყო მეორე სახელმწიფო გადატრიალება და ორგანიზება გაუწია ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც გაიმარჯვა ფერნანდო ბელაუნდე ტერიმ.

1964–1975 წწ. იყო პერუს ელჩი ესპანეთში, რის შემდეგაც ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკას. გარდაიცვალა 1995 წელს 87 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tauro del Pino, Alberto: Enciclopedia Ilustrada del Perú. Tercera Edición. Tomo 11. MEN-OJE. Lima, PEISA, 2001. ISBN 9972-40-160-9
  • Vargas Ugarte, Rubén: Historia General del Perú. Octavo y Noveno Tomo. Primera Edición. Editor Carlos Milla Batres. Lima, Perú, 1971.
  • Varios autores: Historia del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-35-4
წინამორბედი:
რიკარდო პერეს გოდოი
პერუს პრეზიდენტი

1963
შემდეგი:
ფერნანდო ბელაუნდე ტერი