ფერნანდო ბელაუნდე ტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერნანდო ბელაუნდე ტერი
ფერნანდო ბელაუნდე ტერი
პერუს 85-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ივლისი 1963 – 3 ოქტომბერი 1968
წინამორბედინიკოლას ლინდლეი
მემკვიდრეხუან ველასკო ალვარადო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ივლისი 1980 – 28 ივლისი 1985
წინამორბედიფრანსისკო მორალეს ბერმუდესი
მემკვიდრეალან გარსია პერესი

დაბადებული7 ოქტომბერი 1912
ლიმა პერუ
გარდაცვლილი4 ივნისი, 2002
ლიმა პერუ
პოლიტიკური პარტიასახალხო მოძრაობა
პროფესიაარქიტექტორი
რელიგიაკათოლიკე

ფერნანდო ბელაუნდე ტერი (ესპ. Fernando Belaunde Terry; დ. 7 ოქტომბერი, 1912, ლიმა, პერუ — გ. 4 ივნისი, 2002, იქვე) — პერუელი პოლიტიკური მოღვაწე. ორჯერ პერუს პრეზიდენტი 1963–1968 და 1980–1985 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ლიმაში, ესპანელი არისტოკრატების ოჯახში. აუგუსტო ლეგიას მმართველობის დროს რეპრესიების გამო 1924 წელს იძულებით გადასახლდნენ საფრანგეთში. სადაც მომავალმა პრეზიდენტმა მიიღო საშუალო და უმაღლესი განათლება. 1930–1935 წლებში. სწავლობდა არქიტექტურას აშშ-ში, მაიამის უნივერსიტეტში. ამის შემდეგ იგი გადასახლდა მექსიკაში და მცირე ხნით მუშაობდა არქიტექტორად, მანამ სანამ პერუში დაბრუნდებოდა (1936). 1937 წელს დააარსა ჟურნალი «Arquitecto Peruano». მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1944 წელს.

გარდაიცვალა ლიმაში 2002 წელს. დემოკრატიაში შეტანილი წვლილისათვის უწოდეს პერუს დემოკრატიის მამა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tauro del Pino, Alberto: Enciclopedia Ilustrada del Perú. Tercera Edición. Tomo 11. MEN-OJE. Lima, PEISA, 2001. ISBN 9972-40-160-9
  • Vargas Ugarte, Rubén: Historia General del Perú. Octavo y Noveno Tomo. Primera Edición. Editor Carlos Milla Batres. Lima, Perú, 1971.
  • Varios autores: Historia del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-35-4
წინამორბედი:
ნიკოლას ლინდლეი
პერუს პრეზიდენტი

1963–1968
შემდეგი:
ხუან ველასკო ალვარადო
წინამორბედი:
ფრანსისკო მორალეს ბერმუდესი
პერუს პრეზიდენტი

1980-1985
შემდეგი:
ალან გარსია პერესი