ოლიანტა უმალა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიანტა უმალა
ოლიანტა უმალა
პერუს 97-ე პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 28 ივლისი 2011
ვიცე-პრეზიდენტი   მარისოლ ესპინოსა,
ომარ ჩეადე
პრემიერ-მინისტრი   სალომონ ლერნერ გიტისი
წინამორბედი ალან გარსია პერესი

დაბადებული 26 ივნისი 1962
ლიმა, პერუ
რელიგია კათოლიკე
ხელმოწერა Firmahumala.png

ოლიანტა მოისეს უმალა ტასო (ესპ. Ollanta Moisés Humala Tasso დ. 26 ივნისი, 1962) — პერუელი პოლიტიკოსი და პერუს პრეზიდენტი. უმალა, რომელიც წარსულში მსახურობდა როგორც სამხედრო ოფიცერი, 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა,[1] მაგრამ 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მან დაამარცხა მოწინააღმდეგე კეიკო ფუხიმორი და არჩეულ იქნა პერუს პრეზიდენტად.

ადვოკატ ისააკ უმალას ვაჟი პერუს არმიაში 1982 წელს შევიდა, სადაც ის გენერალ-ლეიტენანტის რანგში ამაღლდა. 1992 წელს ის მონაწილეობას იღებდა შიდა კონფლიქტში პერუს კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ, ხოლო სამი წლის შემდეგ სენეპას ომში ეკვადორის წინააღმდეგ. 2000 წლის ოქტომბერში, უმალა უძღვებოდა პერუს პრეზიდენტ ალბერტო ფუხიმორის წინააღმდეგ მიმართულ 39 ჯარისკაცის წარუმატებელ ამბოხს ქვეყნის სამხრეთულ ქალაქ ტაკნაში. ფუხიმორის რეჟიმის დამხობის შემდეგ, უმალას ეს მოქმედება პერუს კონგრესმა აპატია.

2005 წელს მან დააარსა პერუს ნაციონალისტური პარტია და დარეგისტრირდა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. კანდიდატად ის პარტია „კავშირი პერუსთვის“ სიით წარსდგა, რადგან მის ახლადშექმნილ პარტიას ამის უფლება ჯერ არ ჰქონდა. 2006 წლის 9 აპრილს, მან არჩევნების პირველი ტური გადალახა, მიიღო რა ხმების 30.62%. არჩევნების მეორე ტური 4 ივნისს გაიმართა, სადაც უმალა ხმების 47.47%-ით დამარცხდა ალან გარსიასთან, რომელსაც ამომრჩეველთა 52.62%-მა დაუჭირა მხარი. მიუხედავად მარცხისა, ამის შემდეგ უმალა პერუს პოლიტიკურ წრეებში მნიშვნელოვან ფიგურად დარჩა.

2011 წელს უმალა წარმოსდგა როგორც მემარცხენე-ცენტრისტი ლიდერი, რომლის მთავარი სურვილიც იყო შეექმნა უფრო სამართლიანი სისტემა ქვეყნის ძირითადი ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული კეთილდღეობის მთელს ქვეყანაზე გადანაწილებით. ასევე უცხოური ინვერტიციების მოზიდვა და ეკონომიკის ზრდა, შესაბამისად მოსახლეობის ღარიბი უმრავლესობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. The Guardian, April 11, 2011, Peru elections: Fujimori and Humala set for runoff vote
  2. Elecciones Generales 2011 Segunda Elección Presidencial. RESULTADOS POR ORGANIZACIÓN POLÍTICA. წაკითხვის თარიღი: June 6, 2011.
წინამორბედი:
ალან გარსია პერესი
პერუს პრეზიდენტი

2011
შემდეგი: