მანუელ პრადო ი უგარტეჩე
| მანუელ პრადო ი უგარტეჩე | ||
| პერუს 77-ე პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 8 დეკემბერი 1939 – 28 ივლისი 1945 | ||
| წინამორბედი | ოსკარ ბენავიდესი | |
| მემკვიდრე | ხოსე ბუსტამანტე ი რივერო | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 28 ივლისი 1956 – 18 ივლისი 1962 | ||
| წინამორბედი | მანუელ ოდრია | |
| მემკვიდრე | რიკარდო პერეს გოდოი | |
|
|
||
| დაბადებული | 21 აპრილი 1889 ლიმა პერუ |
|
| გარდაცვლილი | 15 აგვისტო, 1967 პარიზი საფრანგეთი |
|
მანუელ პრადო ი უგარტეჩე (ესპ. Manuel Prado y Ugarteche) — (დ. 21 აპრილი, 1889 , ლიმა, პერუ -- გ. 15 აგვისტო, 1967, პარიზი, საფრანგეთი) — პერუელი პოლიტიკური მოღვაწე. ორჯერ პერუს პრეზიდენტი 1939–1945 და1956–1962 წწ.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა არისტოკრატების ოჯახში. იგი იყო პერუს პრეზიდენტის მარიანო იგნასიო პრადოს შვილი. ახალგაზრდობაში მონაწილეობდა პრეზიდენტ გილერმო ბილინგურსტიის დამხობაში.
პირველი პრეზიდენტობა [რედაქტირება]
ოსკარ ბენავიდესის შემდეგ პერუს პრეზიდენტის თანამდებობა მანუელმა დაიკავა. მისი პირველი მმართველობის დროს დამთავრდა პანამერიკული მაგისტრალის მოასფალტება.
იგი სახელმწიფოს სათავეში იდგა მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. 1945 წელს ომი გამუცხადა კიდეც გერმანიას. 1941–1942 წწ. პერუმ ტერიტორიული კონფლიქტი მოიგო ეკვადორთან, რის შედეგადაც პერუმ მიიღო 200 000 კმ² ტერიტორია.
მეორე პრეზიდენტობა [რედაქტირება]
პირველი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ სამოგზაუროდ გაემგზავრა ევროპაში და გარკვეული პერიოდი დაჰყო პარიზში. მანუელ ოდრიას საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდა პერუში და 1956 წლის არჩევნების შემდეგ მეორე ვადით გახდა პერუს პრეზიდენტი.
1961 წელს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიაში და გახდა მსოფლიოს პირველი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ესტუმრა ამ ქვეყანას.
1962 წელს საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე 10 დღით ადრე რიკარდო პერეს გოდოის მიერ დამხობილ იქნა მისი ხელისუფლება. გარდაიცვალა ემიგრაციაში, პარიზში 1967 წლის 15 აგვისტოს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Tauro del Pino, Alberto: Enciclopedia Ilustrada del Perú. Tercera Edición. Tomo 11. MEN-OJE. Lima, PEISA, 2001. ISBN 9972-40-160-9
- Vargas Ugarte, Rubén: Historia General del Perú. Octavo y Noveno Tomo. Primera Edición. Editor Carlos Milla Batres. Lima, Perú, 1971.
- Varios autores: Historia del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-35-4
| წინამორბედი: ოსკარ ბენავიდესი |
პერუს პრეზიდენტი 1939–1945 |
შემდეგი: ხოსე ბუსტამანტე ი რივერო |
| წინამორბედი: მანუელ ოდრია |
პერუს პრეზიდენტი 1956-1962 |
შემდეგი: რიკარდო პერეს გოდოი |
|
|||||||