ხოსე-მანუელ-პანდოს პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოსე-მანუელ-პანდოს პროვინცია
Provincia de José Manuel Pando
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
სტატუსი პროვინცია
შედის ლა-პასის დეპარტამენტი
მოიცავს 2 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი სანტიაგო-დე-მაჩაკა
ოფიციალური ენები ესპანური, აიმარა, კეჩუა
მოსახლეობა (2010) 8 045[1] კაცი
რელიგია კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი
ფართობი 1 976 კმ²
ხოსე-მანუელ-პანდოს პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელი GMT -4
Commons-logo.svg ვიკისაწყობში José Manuel Pando Province

ხოსე-მანუელ-პანდოს პროვინცია — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. დედაქალაქია სანტიაგო-დე-მაჩაკა. სახელი ეწოდა ხოსე მანუელ პანდოს (1848-1917) პატივსაცემად, რომელიც 1899-1904 წლებში ბოლივიის პრეზიდენტი იყო.

მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოს დასავლეთ ნაწილში, ტიტიკაკას ტბის სამხრეთით, დასავლეთით ესაზღვრება პერუ. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 50 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ასევე 50 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 1976 კმ²-ს შეადგენს.

მოსახლეობა[რედაქტირება]

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა.

დაყოფა[რედაქტირება]

პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]