ბაუტისტა-საავედრას პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაუტისტა-საავედრას პროვინცია
Provincia de Bautista Saavedra
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
სტატუსი პროვინცია
შედის ლა-პასის დეპარტამენტი
მოიცავს 2 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი ჩარასანი
ოფიციალური ენები ესპანური, კეჩუა, აიმარა
მოსახლეობა (2005) 12 437 კაცი
სიმჭიდროვე 4.5 კაცი/კმ²
რელიგია კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი
ფართობი 2 525 კმ²
ბაუტისტა-საავედრას პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელი GMT -4

ბაუტისტა-საავედრა — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ბოლივიის პრეზიდენტის (1920-1925 წლებში) ბაუტისტა საავედრას პატივსაცემად.

მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოში, ტიტიკაკას ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით. დასავლეთით ესაზღვრება პერუ. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 65 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 90 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 2 525 კმ²-ს შეადგენს. პროვინციის ტერიტორიაზე ნაწილობრივ მდებარეობს მადიდის ეროვნული პარკი.

მოსახლეობა[რედაქტირება]

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა გაიზარდა 30 %-ით და 2005 წლისთვის შეადგინა 12 437 ადამიანი.[1][2]

დედაქალაქ ჩარასანის ხედი
  • მოსახლეობის 41.3 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.
  • 46.6 % ლაპარაკობს ესპანურად, 89.3 % კეჩუაზე, 36.1 % აიმარაზე.
  • 55.2 % წერა-კითხვის მცოდნეა.
  • მორწმუნეთა 89.1 % კათოლიკეა, 5.7 % პროტესტანტი.

დაყოფა[რედაქტირება]

პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია ჩარასანი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

კოორდინატები: 15°00′ ს. გ. 68°45′ დ. გ. / 15.000° ს. გ. 68.750° დ. გ. / -15.000; -68.750

სქოლიო[რედაქტირება]