მანკო-კაპაკის პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | ლა-პასის დეპარტამენტი |
| მოიცავს | 3 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | ვიაჩა |
| ოფიც. ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
| მოსახლეობა (2001) | 22 892 კაცი |
| სიმჭიდროვე | 62,4 კაცი/კმ² |
| აღმსარებლობა | კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი |
| ფართობი | 367 კმ² |
| დროის სარტყელი | GMT -4 |
| Manco Kapac Province | |
მანკო-კაპაკის პროვინცია (ესპ. Provincia de Manco Kapac) — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. დედაქალაქია კოპაკაბანა.
პროვინცია მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოს ცენტრალურ ნაწილში, ტიტიკაკას ტბაში შეჭრილ კოპაკაბანის ნახევარკუნძულზე. ასევე მოიცავს კუნძულებს — ისლა-დელ-სოლს, ისლა-დე-ლა-ლუნას და ისლა-ტაკირის. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ გადაჭიმულია 16 კმ-ზე, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 50 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 367 კმ²-ს შეადგენს.
სექციების სია |
მოსახლეობა [რედაქტირება]
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა თითქმის 20%-ით გაიზარდა.
- 76.3% ლაპარაკობს ესპანურად, 89.4% აიმარაზე და 0.4% კეჩუაზე (2001).
- 78.7% წერა-კითხვის მცოდნეა.
- მოსახლეობის 46.3%-ს არ აქვს ელექტროენერგია. (2001).
- მორწმუნეთა 79.6% კათოლიკეა, 16.4% პროტესტანტი (1992).
დაყოფა [რედაქტირება]
პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||