ომასუიოსის პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | ლა-პასის დეპარტამენტი |
| მოიცავს | 6 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | აჩაკაჩი |
| ოფიც. ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
| მოსახლეობა (2001) | 85 702 კაცი |
| სიმჭიდროვე | 41,5 კაცი/კმ² |
| აღმსარებლობა | კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი |
| ფართობი | 2 065 კმ² |
| დროის სარტყელი | GMT -4 |
| Omasuyos Province | |
ომასუიოსის პროვინცია (ესპ. Provincia de Omasuyos) — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. დედაქალაქია აჩაკაჩი.
პროვინცია მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოში, ტიტიკაკას ტბის ნაპირებთან. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 40 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 45 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 2 065 კმ²-ს შეადგენს.
სექციების სია |
მოსახლეობა [რედაქტირება]
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა თითქმის 35%-ით გაიზარდა.
- 62.8% ლაპარაკობს ესპანურად, 96.3% აიმარაზე და 0.6% კეჩუაზე (1992).
- 68.5% წერა-კითხვის მცოდნეა (1992).
- მოსახლეობის 63.1%-ს არ აქვს ელექტროენერგია (1992).
- მორწმუნეთა 82.3% კათოლიკეა, 12.6% პროტესტანტი (1992).
დაყოფა [რედაქტირება]
პროვინცია შედგება ექსვი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.[1][2]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ www.bolivia.com (Spanish)
- ↑ www.planguarani.com (Spanish)
|
|||||||