ფრანს-ტამაიოს პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანს-ტამაიოს პროვინცია
Provincia de Franz Tamayo
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
სტატუსი პროვინცია
შედის ლა-პასის დეპარტამენტი
მოიცავს 2 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი აპოლო
ოფიციალური ენები ესპანური, კეჩუა, აიმარა
მოსახლეობა (2005) 19 220 კაცი
სიმჭიდროვე 1.2 კაცი/კმ²
რელიგია კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი
ფართობი 15 900 კმ²
ფრანს-ტამაიოს პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელი GMT -4

ფრანს-ტამაიო — პროვინცია დასავლეთ ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. მდებარეობს ანდების მთიანეთში, კორდილიერა-რეალში, პერუს საზღვართან. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 140 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 200 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 15 900 კმ²-ს შეადგენს.

მოსახლეობა[რედაქტირება]

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა გაიზარდა 10%-ით და 2005 წლისთვის შეადგინა 19 220 ადამიანი.

პროვინციაში მდებარე მადიდის ეროვნული პარკი

დაყოფა[რედაქტირება]

პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია აპოლო

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]



რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]