აბელ-იტურალდეს პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | ლა-პასის დეპარტამენტი |
| მოიცავს | 2 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | იშიამასი |
| ოფიც. ენები | ესპანური, კეჩუა, აიმარა |
| მოსახლეობა (2005) | 14 060 კაცი |
| სიმჭიდროვე | 0.2 კაცი/კმ² |
| აღმსარებლობა | კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი |
| ფართობი | 42 815 კმ² |
| დროის სარტყელი | GMT -4 |
აბელ-იტურალდე — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ბოლივიელი პოლიტიკოსის, აბელ იტურალდე პალასიოსის პატივსაცემად. მდებარეობს ბოლივიის ცენტრალური კორდილიერის ჩრდილოეთ კიდეზე. მისი დასავლეთი საზღვარი მდინარე მადრე-დე-დიოსზე გადის, აღმოსავლეთი კი მდინარე ბენიზე. პროვინცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 300 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 200 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 42 815 კმ²-ს შეადგენს. პროვინციის ტერიტორიაზე ნაწილობრივ მდებარეობს მადიდის ეროვნული პარკი.
სექციების სია |
მოსახლეობა [რედაქტირება]
2005 წლის მონაცემებით, აბელ-იტურალდეს მოსახლეობა 14 060 ადამიანს შეადგენდა,[1] [2] მათი 98.3 %-თვის მშობლიური ენაა ესპანური, 12.1 %-თვის კეჩუა, 6.7 %-თვის აიმარა, ხოლო 9.8 % საუბრობს სხვა ადგილობრივ ენებზე.
მოსახლეობის 83.5 % წერა-კითხვის მცოდნეა. 87.0 % კათოლიკეა, 10.6 % პროტესტანტი.
პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია იშიამასი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- General map of province
- Detailed map of province towns and rivers
- Population data (Spanish)
- Social data (Spanish)
/
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||||