პედრო-დომინგო-მურილიოს პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | ლა-პასის დეპარტამენტი |
| მოიცავს | 5 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | პალკა |
| ოფიც. ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
| მოსახლეობა (2001) | 1 484 328 კაცი |
| სიმჭიდროვე | 315,5 კაცი/კმ² |
| აღმსარებლობა | კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი |
| ფართობი | 4 705 კმ² |
| დროის სარტყელი | GMT -4 |
| Pedro Domingo Murillo Province | |
პედრო-დომინგო-მურილიოს პროვინცია (ესპ. Provincia de Pedro Domingo Murillo) — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. დედაქალაქია პალკა. იგი მოიცავს ქვეყნის დედაქალაქ ლა-პასსა და სხვა მნიშვნელოვან ქალაქ ელ-ალტოს. წარმოადგენს ბოლივიის ყველაზე ხალხმრავალ პროვინციას. სახელი ეწოდა ბოლივიის ეროვნული გმირის — პედრო დომინგო მურილიოს პატივსაცემად (1756-1809).
პროვინცია მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოში, ტიტიკაკას ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 80 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 60 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 4 705 კმ²-ს შეადგენს.
სექციების სია |
მოსახლეობა [რედაქტირება]
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა თითქმის 70%-ით გაიზარდა.
- 97.1% ლაპარაკობს ესპანურად, 48.3% აიმარაზე და 8.6% კეჩუაზე (1992).
- 90.0% წერა-კითხვის მცოდნეა (2001).
- მოსახლეობის 11.8%-ს არ აქვს ელექტროენერგია (2001).
- მორწმუნეთა 83.0% კათოლიკეა, 10.3% პროტესტანტი (1992).
დაყოფა [რედაქტირება]
პროვინცია შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||