გალბერტო-ვილიაროელის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გალბერტო-ვილიაროელის პროვინცია
Provincia de Gualberto Villarroel
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
სტატუსი პროვინცია
შედის ლა-პასის დეპარტამენტი
მოიცავს 3 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი სან-პედრო-დე-ლა-გურაუარა
ოფიციალური ენები ესპანური, აიმარა, კეჩუა
მოსახლეობა (2005) 18 622 კაცი
სიმჭიდროვე 8.3 კაცი/კმ²
რელიგია კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი
ფართობი 1 935 კმ²
გალბერტო-ვილიაროელის პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელი GMT -4

გალბერტო-ვილიაროელი — პროვინცია დასავლეთ ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. სახელი ეწოდა ბოლივიის 39-ე პრეზიდენტის, გალბერტო ვილიაროელის პატივსაცემად. მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოში, ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 40 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 80 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 1 935 კმ²-ს შეადგენს.

მოსახლეობა[რედაქტირება]

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა გაორმაგდა და 2005 წლისთვის შეადგინა 18 622 ადამიანი.

დაყოფა[რედაქტირება]

პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია სან-პედრო-დე-ლა-გურაუარა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]