ხატია ბუნიათიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხატია ბუნიათიშვილი
Khatia4-1.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1987, 21 ივნისი
დაბ. ადგილი საქართველოს დროშა საქართველო, თბილისი
წარმოშობა ქართველი
საქმიანობა პიანისტი

ხატია ბუნიათიშვილი (დ. 21 ივნისი, 1987) — ქართველი პიანისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

6 წლის ასაკიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას — როგორც სოლო, ასევე ორკესტრებთან ერთად. 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, რუსეთში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა (ფრანგ. École normale de musique de Paris, გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი „Musikverein“, მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვ.

ხატია მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორიცაა: „Verbier Festival“, „Progetto Martha Argerich“, „Menuhin Festival Gstaad“, „Sommets Musicaux de Gstaad“, „Musicales de Compesières“ (შვეიცარია), გიდონ კრემერის „Internationales Kammermusikfest Lockenhaus“ (ავსტრია), საერთაშორისო მუსიკალური „Elba isola musicale d’Europa“ — იტალია (თავმჯდომარე იური ბაშმეტი), „Les nouveaux Solistes aux Serres d’Auteuil“ (პარიზი), „Chamber Music Connect the World 2008“ — კრონბერგ აკადემია (გერმანია), „შემოდგომის თბილისი“, „Musical Olympus International Festival“, სანქტ-პეტერბურგი და სხვა.

ხატია ასრულებდა სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად (UBS ვერბიე ფესტივალის, ისრაელისა და სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიული, არტურ რუბინსტეინის ფილარმონიული, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრები).

ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორის მნიშვნელოვანია: პიანისტთა თბილისის III საერთაშორისო კონკურსი (II პრემია და სპეციალური პრიზი „არტისტიზმისათვის“, 2005, თბილისი); არტურ რუბინშტეინის სახელობის XII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (III პრემია და სპეციალური პრიზები: „შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“ და „მსმენელის სიმპატია“, 2008, თელ-ავივი).

2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფ. თენგიზ ამირეჯიბი). ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია (პროფ. ოლეგ მაიზენბერგი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]