თენგიზ ამირეჯიბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თენგიზ (გიზი) კონსტანტინეს ძე ამირეჯიბი (დ. 30 სექტემბერი, 1927, თბილისი - 9 მარტი, 2013, თბილისი) — ქართველი პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე თენგიზ ამირეჯიბი მრავალი ქართველი პიანისტის აღმზრდელია, მათ შორის ოცზე მეტი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მ.დოიჯაშვილი, ა.კორსანტია, ე.ბოლქვაძე, მ.ნადირაძე, თ.ლიჩელი, ხ. ბუნიათიშვილი და სხვ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1950 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (კ. იგუმნოვისა და ლ. ობორინის კლასები). 1951 წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-3 მსოფლიო ფესტივალზე (ბერლინში) ამირეჯიბი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.

ამირეჯიბი თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურის (ფორტეპიანოს კათედრა, ხელმძღვანელი ანა თულაშვილი) დამთავრების შემდეგ ეწევა პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას.

ეწევა ნაყოფიურ არტისტულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. კონცერტებით გამოდიოდა რუსეთში, გერმანიაში, კანადაში, პოლონეთში, იუგოსლავიაში, აშშ-ში. განსაკუთრებული ადგილი მის რეპერტუარში უჭირავს შოპენის ნაწარმოებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად ჩანს პიანისტის არტისტული ბუნების თავისებურება.

მნიშვნელოვანია თენგიზ ამირეჯიბის დამსახურება თანამედროვე ქართული მუსიკის შესარულების თვალსაზრისითაც; ის მრავალი ქართული საფორტეპიანო ნაწარმოების პირველი ინტერპრეტატორია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 398, თბ., 1975

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]