დიდი მუზარადი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ოთხი დიდი მუზარადის[1] ტურნირი ჩოგბურთში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებებია მსოფლიო რანგის, ტრადიციის, საპრიზო ფონდისა და საზოგადოების ყურადღების მიხედვით. ესენია:
ინდივიდუალური ან წყვილად მოთამაშე გუნდი, რომელიც გაიმარჯვებს წელიწადის ოთხივე შლემის ტურნირში აღწევს "დიდ შლემს". თუ მოთამაშე ან გუნდი იღებს ოთხ მომდევნო ტურნირს, თუმცა არა ერთ კალენდარულ წელს, მაშინ ის "არაკალენდარული წლის დიდი შლემია". კარიერის განმავლობაში ოთხ ტურნირში გამარჯვება (სხვადასხვა წელს) ითვლება, როგორც "კარიერის დიდი შლემი". ოთხი ტურნირისა და ზაფხულის ოლიმპიადაზე ჩოგბურთში ოქროს მედლის მოპოვება ერთ კალენდარულ წელიწადში იწოდება "ოქროს შლემად" მას შემდეგ, რაც შტეფი გრაფმა მიაღწია ამას 1988 წელს. ოთხიდან სამში გამარჯვებას "მცირე შლემს" უწოდებენ.
სტატიის