ჟორჟ ბიუფონი
|
ჟორჟ ლუი ლეკლერკ დე ბიუფონი |
||
|---|---|---|
| დაბადების თარიღი | 7 სექტემბერი 1707 | |
| დაბადების ადგილი | მონბარი, ბურგუნდია | |
| გარდაცვალების თარიღი | 16 აპრილი 1788 | |
| გარდაცვალების ადგილი | პარიზი | |
| სამეცნიერო სფერო | ბიოლოგია, ბოტანიკა | |
ჟორჟ ლუი ლეკლერკ დე ბიუფონი (ფრანგ. Georges-Louis Leclerc, Comte de Buffon; დ. 7 სექტემბერი 1707, მონბარი, ბურგუნდია — გ. 16 აპრილი 1788, პარიზი) — ფრანგი ბუნებისმეტყველი და მწერალი. მოღვაწეობდა ბიოლოგიასა და მათემატიკაში.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
1739 წლიდან პარიზის ბოტანიკური ბაღის დირექტორი. ნაშრომში „ბუნებისმეტყველება“ (36 ტომად, 1749-1788 წწ.) აღწერა მრავალი ცხოველი და წამოაყენა მოსაზრება მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს ერთიანობის შესახებ.
კარლ ლინეს საწინააღმდეგოდ, რომელსაც სახეობები უცვლელად მიაჩნდა, ბიუფონმა გამოთქვა პროგრესიული აზრი გარემო პირობების გავლენით სახეობათა ცვალებადობის შესახებ.
მან წამოაყენა დედამიწის განვითარების ფანტასტიკური ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მზეს დატაკებულმა კომეტამ აახლიჩა მას ნაწილი. ეს ნაწილი — დედამიწა — ზედაპირიდან თანდათან ცივდებოდა („დედამიწის თეორია“ 1749). დედამიწის განვითარების ისტორია ბიუფონმა 7 პერიოდად დაყო, ხოლო ასაკი 75 ათ. წლით განსაზღვრა.
თხზულება [რედაქტირება]
- Les époques de la nature (suite), P., 1913.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 418, თბ., 1977 წელი.
- Маракуев В. Н., Знаменитые естествоиспытатели: Линней, Бюффон, Паллас и Кювье, М., 1874;
- Канаев И. И., Жорж Луи Леклерк де Бюффон, М. — Л., 1966.