პორტალი:ცხოველები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცხოველების პორტალში
Animal diversity October 2007.jpg

ცხოველები, ცხოველური ორგანიზმები, ცოცხალ არსებათა ერთ-ერთი ძირითადი სამეფო (მეორე სამეფო მცენარეებია). ცხოველები ჰეტეროტროფული ორგანიზმებია. უმარტივესების ზოგი სახეობა (ევგლენა) იკვებება როგორც ჰეტეროტროფულად, ისე ავტოტროფულად. თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს 1,5-იდან 2 მლნ-მდე სახეობის ცხოველი (მეცნიერთა ვარაუდით ეს რიცხვი შეიძლება 10 მილიონს აღწევდეს), მ. შ. 1 მლნ-ზე მეტი ფეხსახსხრიანებია. სხვადასხვა სისტემატიკოსი ცხოველებს განსხვავებული რაოდენობის ტიპებად ყოფს. უფრო მეტად მიღებულია შემდეგი ტიპები: უმარტივესები (ზოგი ამ ტიპს 5 ტიპად ყოფს), ღრუბელები, ნაწლავღრუიანები, ბრტყელი ჭიები, ნემერტინები, მრგვალი ჭიები, თავეკლიანი ჭიები, რგოლოვანი ჭიები, ფეხსახსრიანები, ხავსელები, მხარფეხიანები, რბილტანიანები, კანეკლიანები, პოგონოფორები, ჯაგარყბიანები, ნახევრადქორდიანები და ქორდიანები. (სრულად...)

ამ თვის რჩეული სტატია
South Djoum Chimp.jpg

შიმპანზე (Pan), ადამიანის მსგავსი მაიმუნების გვარი. მათი სხეულის სიგრძეა 150-165 სმ, მასა 45-80 კგ. წინა კიდურები უკანაზე უფრო გრძელია. შედარებით მოკლე ცერი დანარჩენ თითებს უპირისპირდება. აქვს დიდი ყურები, პატარა ცხვირი, დანაოჭებული სახე, შავი და უხეში ბეწვი. გვარში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი შიმპანზე (Pan troglodytes) და ჯუჯა შიმპანზე ანუ ბონობო (Pan paniscus). შიმპანზე გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში. ბინადრობს ტროპიკული წვიმის და მთის ტყეებში ზღვისდონიდან 3000 მ-მდე. ეწევა ნახევრად მეხეულ ცხოვრებას. მიწაზე დადის ოთხ ფეხზე, ეყრდნობა მთელ ტერფს, ზოგჯერ მოძრაობს ორ ფეხზეც. ხეებზე გადაადგილდება მოსაჭიდებელი მტევნების მეშვეობით. ბუნაგს ხეზე იკეთებს. (სრულად...)

ამ თვის რჩეული ცხოველი
OrangutanP1.jpg

ორანგუტანი (მალაიური orang-utan, სიტყვასიტყვით — ტყის კაცი) (Pongo pygmaeus), ადამიანის მსგავსი მაიმუნი. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანსა და კუნძულ სუმატრაზე. მამლის სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა — 100 (იშვიათად 250) კგ აღწევს. დედალი ტანად გაცილებით პატარაა. ხელების შლილი 3 მ-მდეა. აქვს გრძელი და განიერი მტევნები. ცერი რუდიმენტულია, ფეხები — შედარებით მოკლე. კუდი და საჯდომი კორძები არა აქვს. სახე ტიტველია. ცხოვრობს ტყეში. ხიდან მიწაზე იშვიათად ჩამოდის. მაკეობა 275 დღე გრძელდება. შობს ერთ ნაშიერს, რომელსაც ძუძუს აწოვებს 3-4 წლამდე, სქესობრივად მწიფდება 10-12 წლისა. ცოცხლობს 30 წლამდე. ღამის გასათევად ორანგუტანი ხეზე მიწის ზედაპირიდან 10-20 მ სიმაღლეზე იკეთებს ბუდეს. იკვებება მცენარეებით, ფრინველების კვერცხებით. ორანგუტანის დაჭერა აკრძალულია. (სრულად...)

ამ თვის რჩეული ფოტოსურათი
კიბორჩხალასებრი ობობა.

გორილა (Gorilla gorilla), მაიმუნი პრიმატების რიგისა. მისი სიმაღლე 175 სმ აღწევს, ხელების შლილი 260 სმ, წონა - 135-180 კგ (ტყვეობაში 300 კგ-მდე). დედალი გაცილებით ნაკლები ზომისაა (იწონის 75-100 კგ, ტყვეობაში 126 კგ-მდე). გორილას ბალანი შავი აქვს, თხემზე წაბლისფერი, ზურგზე სიბერეში უჭაღარავდება. ტვინის ქალას მოცულობა 500-600 (ზოგისა 752) სმ3. ტვინი აგებულებით ადამიანის ტვინს უახლოვდება. (სრულად...)



სურათზე: გორილა (Gorilla gorilla).

იცოდით, რომ...
ამ თვის რჩეული თემა

ადამიანის მსგავსი მაიმუნები, ანთროპოიდები (ბერძნ. anthropos — ადამიანი და eidos — სახე), (Anthropomorphidae ანუ Pongidae), ცხვირვიწრო მაიმუნების ოჯახი პრიმატების რიგისა. ადამიანის მსგავსი მაიმუნებია: ადამიანთან განსაკუთრებით ახლო მდგომი გორილა, შიმპანზე და ორანგუტანი. გორილა და შიმპანზე აფრიკის ბინადრებია, ორანგუტანი კი აზიაში (კალიმანტანსა ანუ ბორნეოსა და სუმატრაზე) გვხვდება. ადამიანის მსგავსი მაიმუნები ცხოვრობენ უღრან ტროპიკულ ტყეებში, მეტწილად ხეებზე; (სრულად...)

ამ თვის რჩეული ციტატა
ვიკიციტატა
„ბრძენთა ქცევა ნაკარნახევია გონებით, ნაკლებად საზრიანთა — გამოცდილებით, უმეცართა — აუცილებლობით, ცხოველთა — ბუნებით“
კატეგორიები
ცხოველები •შინაური ცხოველები •ცხოველები და რელიგია •გადაშენებული ცხოველები •ცნობილი ცხოველები •გამოგონილი ცხოველები •ცხოველთა ნაგებობები •ცხოველთა უფლებები •

ზოოლოგია

მსგავსი პორტალები
პორტალი:მეცნიერება
პორტალი:ბიოლოგია
მეცნიერება ბიოლოგია
პორტალი:ზოოლოგია
ზოოლოგია