ედინბურგის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ედინბურგის უნივერსიტეტი — სახელმწიფო უნივერსიტეტი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში. მეექვსე უძველესი უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში, რომელიც გაიხსნა 1583 წელს. ის ფლობს ბევრ შენობას ქალაქის ძველ უბანში. სტრუქტურულად, იგი შედგება სამი კოლეჯისგან, მათ შორის 20 სკოლისგან. არის „რასელის“ ჯგუფისა და ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის წევრი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოტლანდიის სამეფოს დედაქალაქში უნივერსიტეტის ორგანიზებას ხელმძღვანელობდა რობერტ როლოკი, სენტ-ენდრიუსის კურსდამთავრებული. უნივერსიტეტის დაარსების წესდებას ხელი მოაწერა მეფე ჯეიმს VI-მ 1582 წლის 14 აპრილს.

უნივერსიტეტი აყვავდა განმანათლებლობის ხანაში, როდესაც გამოჩენილი ჰუმანიტარული მეცნიერების დიდი რაოდენობის გამო, ედინბურგს მეტსახელად „ჩრდილოეთის ათენი“ ეწოდა.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იურიდიული ფაკულტეტი დაარსდა 1707 წელს, ხელოვნების ფაკულტეტი 1708 წელს, ხოლო მედიცინის ფაკულტეტი 1726 წელს.

1953 წლიდან 2010 წლამდე უნივერსიტეტის კანცლერი იყო ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი, რომელიც 2011 წელს ჩაანაცვლა საკუთარმა ქალიშვილმა ანნამ.

2001 წელს უნივერსიტეტმა გახსნა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შემსწავლელი ინსტიტუტი, რომელიც აერთიანებს საქმიანობას კვლევის, სწავლებისა და ცოდნის გადაცემის სფეროში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებზე.

2002 წელს, რესტრუქტურიზაციის დროს, უნივერსიტეტის ცხრა ფაკულტეტი გადაკეთდა სამ კოლეჯად, ხოლო 22 განყოფილება სკოლებად. 2011 წელს უნივერსიტეტი გაერთიანდა ედინბურგის ხელოვნების კოლეჯთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]