ფიდან კასიმოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიდან კასიმოვა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფიდან ექრემ ყიზი კასიმოვა
დაბ. თარიღი 17 ივნისი, 1947
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაბ. ადგილი ბაქო
ფიდან კასიმოვა ვიკისაწყობში

ფიდან ექრემ ყიზი კასიმოვა (აზერ. Fidan Əkrəm qızı Qasımova; დ. 17 ივნისი, 1947, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი საოპერო მომღერალი ქალი (სოპრანო), სსრკ სახალხო არტისტი ქალი (1988).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიდან ექრემ ყიზი კასიმოვა დაიბადა ბაქოში.

1966 წელს ბულბულის სახელობის სპეციალური მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის ბაქოს კონსერვატორიაში, რომელიც დაამთავრა 1971 წელს ორი ფაკულტეტის განხრით — სიმებიანი (ვიოლინო, პროფესორ ს. განიევის კლასი) და ვოკალი (დოცენტ ი. ლვოვიჩის კლასი). 1974 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა.

დიპლომის დაცვის შემდეგ დაბრუნდა ბაქოში და გახდა მ. ახუნდოვის აზერბაიჯანის თეატრის ოპერისა და ბალეტის სოლისტი.

მონაწილეობას იღებდა უამრავ საერთაშორისო სავოკალო კონკურსებში (ჟენევა, II პრემია, 1973 წელი; ვერჩელი, I პრემია, 1977 წელი; თბილისი, I პრემია, 1977 წელი; ტაშკენტი, III პრემია, 1977 წელი; ათენი, I პრემია და გრან-პრი, 1981 წელი; მოსკოვი, II პრემია, 1982 წელი).

1982 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. 1993 წლიდან ხელმძღვანელობს კათედრას ბაქოს კონსერვატორიაში (პროფესორი 1990 წლიდან) 1992 წლიდან 1998 წლამდე ასწავლიდა სტამბოლის კონსერვატორიის კათედრაზე.

ატარებდა მასტერ-კლასებს მსოფლიოში (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია, ავსტრია, მექსიკა, საფრანგეთი, დანია, კუბა, თურქეთი და სხვა).

ფიდანისა და მისი დის ხურამან კასიმოვების ინიციატივით ბაქოში 1997 წელს ტარდება ახალგაზრდა საოპერო შემსრულებელთა კონკურსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]