ფენიქსის ძალა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Classic-X-Men-008-back.jpg

ფენიქსის ძალა — უკვდავი და ცვალებადი გამოვლინება სიცოცხლისა და ვნების უმაღლესი დონის უნივერსალური ძალისა. იგი კავშირია ყოველგვარი გონებრივი ენერგიისა, რომელიც არსებობს და სამუდამოდ იარსებებს მთელი სამყაროს ყველა რეალობაში.

პირველად გამოჩნდა შემზარავი იქს-ადამიანების 101-ე ნომერში (1976 წლის ოქტომბერი). შექმნილია სტენ ლისა და დეივ კოკრუმის მიერ. შავი ფენიქსის საგას მიხედვით, ფენიქსის ძალა მაკრაან კრისტალის ლეგენდარული მცველია. იგი ერთ-ერთი ყველაზე საშიშარი ქმნილებაა, შეუძლია რა მოკვეთოს და ხელახლა გაზარდოს მსოფლიოს ნებისმიერი ნაწილი, აგრეთვე ძალუძს მისი სრულად განადგურება, რაც ფენიქსის დანიშნულებაცაა: ’ფენიქსის განკითხვა’, ცეცხლის ალით დაწვას დროგადასული. ფენიქსის ძალა აღწერილია, როგორც ’ნაპერწკალი, რომელმაც მსოფლიოს უბოძა სიცოცხლე, ალი, რომელიც საბოლოოდ მოსპობს კიდეც მას’.

ფენიქსის ძალა გამოვლინებას Marvel Comics-ის სხვადასხვა მუტანტში პოვებს. ე.წ. მასპინძლებს შორის, ჯინ გრეი ყველაზე დიდი ხნის მანძილზე იყო ფენიქსის პარტნიორი, რიგით მეორე გრეის ქალიშვილი, რეიჩელ სამერსია. 2009 წელს ჯინ გრეიმ, როგორც შავმა ფენიქსმა, IGN-ის ყველა დროის საუკეთესო სუპერბოროტმოქმედებს შორის მე-9 ადგილი დაიკავა, გაზეთმა Wizard-მა კი 100 საუკეთესო ბოროტმოქმედის სიაში მას 38-ე პოზიცია დაუთმო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]