კასანდრა ნოვა
| კასანდრა ნოვა | ||||||||||||||||
New X-Men #121. ფრანკ ქიტელის ნამუშევარი. |
||||||||||||||||
| ისტორია | ||||||||||||||||
|
||||||||||||||||
კასანდრა ნოვა - იქს-ადამიანების გამოგონილი მტერი მარველის კომიქსების მსოფლიოდან. შექმნილია მწერალი გრანტ მორისონისა და მხატვარი ფრანკ ქიტელის მიერ. პირველად გამოჩნდა ახალი იქს-ადამიანების 114-ე ნომერში (2001 წლის ივლისი). კასანდრა ნოვა ’მუმუდრაია’, უსხეული პარაზიტი ასტრალური სამყაროდან. მუმუდრაი ცოცხალი ემოციური ენერგიის სახით არსებობს. კასანდრა ნოვამ სიცოცხლე ჩარლზ იქსევიერთან ერთად დაიწყო. საკუთარი სხეულის შესაქმნელად მან ჯერ კიდევ არ დაბადებული იქსევიერის დეენემი გამოიყენა, ამგვარად გახდა მისი ’და’, ტყუპის ცალი. პროფესორი ტელეპათიური ძალების ფართო სპექტს ფლობს, სწორედ ამიტომ, კასანდრამაც შეიძინა გონებრივი შესაძლებლობები, აგრეთვე საშვილოსნოდან გასვლისა და სხეულის შექმნის უნარი.
კასანდრა ნოვა იქსევიერის იდეოლოგიური ბნელი აჩრდილია, რომელსაც ნგრევისა და გენოციდისაკენ აქვს მიდრეკილება. სწორედ ნოვამ უბრძანა მცველების არმიას გენოშას 16 მილიონამდე მუტანტის განადგურება. 2009 წელს, კასანდრა ნოვამ IGN-ის კომიქსების ყველა დროის 100 საუკეთესო ბოროტმოქმედს შორის 50-ე ადგილი დაიკავა.
სტატიის