ჯინ გრეი
| ჯინ გრეი | ||||||||||||||||||
ჯინ გრეი, როგორც ფენიქსი. გრეგ ლენდის ნამუშევარი. |
||||||||||||||||||
| ისტორია | ||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||
ჯინ გრეი (ჯინ გრეი-სამერსი) - გამოგონილი სუპერგმირი მარველის კომიქსების მსოფლიოში. ასევე ცნობილია, როგორც მარველის გოგონა და ფენიქსი. იგი იქს-ადამიანების ხუთი ძირითადი წევრიდან ერთ-ერთია.
ჯინ გრეი არის მუტანტი, რომელიც დაბადებიდან ფლობს ტელეკინეზურ და ტელეპათიურ შესაძლებლობებს. იგი მზრუნველი, მოსიყვარულე ფიგურაა, თუმცაღა გამკლავება უწევს ომეგა-დონის მუტანტად ყოფნასა და კოსმიური ფენიქსის ძალის ფიზიკურ გამოვლინებასთან. კომიქსის სერიების ისტორიაში ჯინ გრეი რამდენჯერმე დაიღუპა, პირველად შავი ფენიქსის საგაში ("Dark Phoenix Saga"), თუმცა, ფენიქსის ძალასთან არსებული კავშირის გამო, მასაც შეუძლია ფერფლიდან აღდგომა.
ჯინ გრეი მნიშვნელოვანი ფიგურაა მისი მეუღლის, ციკლოპის, ცხოვრებაში, პროფესორი იქსევიერი მისი მამობილი და აღმზრდელია, სამურავი გრეის ახლო მეგობარია და, შესაძლოა, სიყვარულის ობიექტიც, შტორმი მისი საუკეთესო მეგობარი და დასავით ახლობელი ფიგურაა, მისი ქალიშვილია რეიჩელ სამერსი, ვაჟი - ადამიანი-იქსი, გერი - კაბელი.
ფენიქსი მონაწილეობს იქს-ადამიანების ისტორიების უდიდეს ნაწილში, ანიმაციურ სერიებში, უამრავ ვიდეო თამაშში, სრულმეტრაჟიან ფილმებში, სადაც მას მსახიობი ფანკე იანსენი ანსახიერებს.
2006 წელს, IGN.com-ის 25 საუკეთესო იქს-ადამიანის სიაში ჯინ გრეიმ მე-6 ადგილი დაიკავა.
სტატიის