მისტიკა (პერსონაჟი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მისტიკა
Mystique11.png
ისტორია
გამომცემელი Marvel Comics
დებიუტი (როგორც რეივენი) Ms. Marvel #16 (1978 წლის მაისი); (როგორც მისტიკა) Ms. Marvel #18 (1978 წლის ივნისი)
ავტორ(ებ)ი კრის კლერმონი, დეივ კოკრუმი
დახასიათება
ალტერ ეგო რეივენ დარკჰოლმი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
მოკავშირეები იქს-ადამიანები
ბოროტი მუტანტების საძმო
თავისუფლების რაზმი
იქს-ფაქტორი
იქსევიერის ინსტიტუტის სტუდენტური ორგანიზაცია
X-Corps
დამრბევები
DARPA
შესაძლებლობები ფორმის შეცვლა,
ზეადამიანური მოქნილება და სიმარდე,
უბერებელი,
სწრაფად განკურნების უნარი,
შესანიშნავი მებრძოლი და დახელოვნებული სტრატეგი.

მისტიკა (ინგ. Mystique) რეივენ დარკჰოლმი - გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც მარველის კომიქსების იქს-ადამიანებთან თანამშრომლობდა. შექმნილია მწერალი კრის კლერმონისა და მხატვარი დეივ კოკრუმის მიერ. პირველად გამოჩნდა მისის მარველის მე-16 ნომერში (1978 წლის მაისი).

კომიქსის ადრეულ სერიებში მისტიკა სუპერბოროტმოქმედია, რომელმაც ბოროტი მუტანტების საძმოს საკუთარი ვერსია დააფუძნა და მუტანტების საქმეში გარეული რამდენიმე მნიშვნელოვანი ადამიანი იმსხვერპლა. თავად მისტიკა მუტანტია, რომელიც ფორმის შეცვლის უნარს ფლობს. მისი ფიზიკური მუტაცია მოიცავს ლურჯ კანსა და ყვითელ თვალებს. საკუთარ სოლო სერიებში (Mystique #17) იგი აღნიშნავს, რომ 100 წელზე მეტი ხნისაა. მისტიკა ბოროტმოქმედი გრეიდონ კრისისა და იქს-ადამიანების ნაითქროლერის დედა, აგრეთვე როუგის დედობილი. იგი იძულებული გახდა, მიეტოვებინა ნაითქროლერი, როუგს კი წლების მანძილზე პატრონობდა. მოგვიანებით მისტიკა იქს-ადამიანებს უერთდება. კრიმინალური წარსულის მიუხედავად იგი გუნდთან ერთად განაგრძობს ბრძოლას. მსახიობმა რებეკა რომიინმა განასახიერა პერსონაჟი ფილმში ’იქს-ადამიანები’. 2009 წელს, IGN-ის კომიქსების ყველა დროის 100 საუკეთესო ბოროტმოქმედს შორის მისტიკამ მე-18 ადგილი დაიკავა.