ჰავოკი
| ჰავოკი | ||||||||||||||||||
| ისტორია | ||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||
ჰავოკი (ალექსანდრე "ალექს" სამერსი) - გამოგონილი პერსონაჟი, მუტანტი სუპერგმირი მარველის კომიქსების მსოფლიოში, იქს-ადამიანების წევრი. შექმნილია არნოლდ დრეიკის, დონ ჰეკისა და ნილ ადამსის მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში შემზარავი იქს–ადამიანები #54 (1969 წლის მარტი). იგი კორსაირის ვაჟი და ციკლოპისა და ვულკანის ძმაა.
ჰავოკი წარმოქმნის მძლავრ პლაზმურ ბლასტებს, თუმცა ამ უნარის მართვა ძლიერ უჭირს. იგი იქს-ადამიანების ციკლოპისა და ვულკანის უმცროსი ძმაა, ამასთან ერთად, ძლიერ არ მოსწონს ციკლოპის ავტორიტეტული პოზიცია გუნდში და მისი რეპუტაცია, როგორც ცენტრალური იქს-ადამიანისა.
ჰავოკისა და მისი დიდი ხნის სიყვარულის, პოლარისის დამოკიდებულება გუნდისადმი არც თუ სახარბიელოა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორივე მათგანი 1990-იანი წლების იქს-ფაქტორის წევრი იყო. გუნდის დაშლის შემდგომ, ჰავოკი გამოჩნდა კომიქსში მუტანტი იქსი, სადაც იგი აღმოაჩენს უცნაურ პარალელურ რეალობას. მას შემდგომ იგი კვლავ იქს-ადამიანებს უბრუნდება.
სტატიის