ბანში (პერსონაჟი)
| ბანში | ||||||||||||||||
| ისტორია | ||||||||||||||||
|
||||||||||||||||
შონ კესიდი (ბანში) - მარველის კომიქსების სუპერგმირი, იქს-ადამიანების წევრი. შექმნილია მწერალი როი ტომასისა და ილუსტრატორი ვერნერ როსის მიერ. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქსში იქს–ადამიანები (ნაწ. 1) #28 (1967 წლის იანვარი).
ირლანდიელი მუტანტი ბანში ფლობს განსაკუთრებულ ხმის იოგებს, რისი მეშვეობითაც გამოსცემს დამანგრეველი სიძლიერის ბგერებს, რაც იწვევს მტრის სასმენი სისტემის დაზიანებას, ფიზიკურ ვიბრაციებსაც კი. სახელი ლეგენდარული ბანშის მიხედვით დაარქვეს. ბანში მოჩვენებაა ირლანდიურ მითოლოგიაში, რომელსაც ძლიერი ტირილი შეუძლია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანში ქალი მოჩვენებაა, რაც არ გაითვალისწინეს პერსონაჟის შემქმნელებმა.
ინტერპოლის ყოფილი აგენტი და NYPD-ს ოფიცერი ბანში თანამებრძოლ იქს-ადამიანებზე ასაკით გაცილებით უფროსია. იგი გუნდთან მცირე ხნით თანამშრომლობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ოთხმოცდაათიანი წლების იქს-თაობის მენტორი იყო.
სტატიის