გომბეშო (პერსონაჟი)
| გომბეშო | ||||||||||||||||||
| ისტორია | ||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||
გომბეშო (მორტიმერ ტოინბი) - მარველის კომიქსების სუპერბოროტმოქმედი, იქს-ადამიანების მტერი. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მწერალი/ილუსტრატორი ჯეკ კირბის მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში შემზარავი იქს-ადამიანები #4 (1964 წლის მარტი).
გომბეშო სუსტი, კუზიანი მუტანტია, რომელსაც აქვს გრძელი ენა და ფლობს ზეადამიანური ხტომის უნარს. სამოციანი წლების ბოროტი მუტანტების საძმოში გომბეშო მაგნეტოს მსახურია. საბოლოოდ, იგი ხელმძღვანელი ხდება საძმოს საკუთარი ვარიანტისა, რომელიც რეალურად წვრილმანი დანაშაულების ჩადენით უფროა დაკავებული, ვიდრე მუტანტების განთავისუფლებისათვის ბრძოლით.
2000 წლის სრულმეტრაჟიან ფილმში იქს-ადამიანები, რეი პარკმა განასახიერა გომბეშოს განსხვავებული ვარიანტი, რომელიც კადნიერი და სარკაზმულია. მისი ზეადამიანური სისწრაფე და კედელზე-ცოცვის უნარი მას ზოგიერთ იქს-ადამიანთან ათანაბრებს. ყოველივე ამან გავლენა იქონია კომიქსების წიგნებზე, ვინაიდან 2000 წლის შემდგომ გამოცემულ კომიქსებში გომბეშო რეი პარკის ვარიანტს უფრო ემსგავსება, ვიდრე ორიგინალს.
სტატიის