რეიჩელ სამერსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მარველის გოგონა | ||||||||||||||||||
![]() მარველის გოგონა, იქს-ადამიანები: იმპერატორი ვულკანის #4 გარეკანზე. ბილი ტანის ნამუშევარი. |
||||||||||||||||||
| ისტორია | ||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||
რეიჩელ სამერსი (აგრეთვე ცნობილია, როგორც რეიჩელ გრეი, მარველის გოგონა, ფენიქსი) - გამოგონილი პერსონაჟი, მარველის კომიქსების სუპერგმირი. შექმნილია მწერალი კრის კლერმონისა და მწერალი/ილუსტრატორი ჯონ ბირნის მიერ. პირველად გამოჩნდა შემზარავი იქს-ადამიანების 141-ე ნომერში (1981 წლის იანვარი). მარველის გოგონა თანამშრომლობდა რამდენიმე გუნდთან, მათ შორის იქს-ადამიანებთან და ექსკალიბურთან.
იგი იქს-ადამიანების ციკლოპისა და ჯინ გრეი-სამერსის ქალიშვილია ულმობელი, ანტიუტოპიური ალტერნატიული მომავლიდან. მისი ბიძები, ჰავოკი და ვულკანი, აგრეთვე მეტად ძლევამოსილი მუტანტები არიან. იგი ფლობს დედისეულ ტელეპათიასა და ტელეკინეზისს, ასევე ლეგენდარულ ფენიქსის ძალას. ალტერნატიულ რეალობაში რეიჩელ გრეი ჰიპერშტორმისა და დრიმ სამერსის დედაა.
სტატიის 