კოლოსი (პერსონაჟი)
| კოლოსი | ||||||||||||||||
ჯონ კესიდის ნამუშევარი. |
||||||||||||||||
| ისტორია | ||||||||||||||||
|
||||||||||||||||
კოლოსი (პიოტრ ნიკოლაევიჩ რასპუტინი) - გამოგონილი პერსონაჟი, სუპერგმირი მარველის კომიქსების მსოფლიოში. შექმნილია მწერალი ლენ უინისა და ილუსტრატორი დეივ კოკრუმის მიერ. პირველად გამოჩნდა გიგანტური ზომის იქს-ადამიანების პირველ ნომერში (1975 წლის მაისი). რუსი მუტანტი კოლოსი თანაგუნდელ იქს-ადამიანებს შორის ფიზიკურად უძლიერესია, შთამბეჭდავი ზომებით (სიმაღლე 7'5"). იგი მშვიდი, მორცხვი, პატიოსანი და მიამიტი პერსონაჟია. დებიუტიდან მოყოლებული, კოლოსი მრავალჯერ გამოჩნდა იქს-ადამიანების მონათესავე კომიქსებში. დახელოვნებული მხატვარი მხოლოდ საჭიროების ჟამს, უხალისოდ იყენებს ძალებს, მიაჩნია რა, რომ ადამიანებისა და მუტანტების კეთილდღეობისათვის მათი გამოყენება მისი მოვალეობაა. კოლოსმა დაკარგა ყველა, ვინც კი ოდესმე უყვარდა: მშობლები, და, ძმა, დიდი ხნის შეყვარებული - კატა-აჩრდილი.
დენიელ კუდმორმა განასახიერა რუსი სუპერგმირი ფილმებში იქს-ადამიანები 2 და იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა. ჟურნალმა Wizard-მა კომიქსების ყველა დროის 200 საუკეთესო პერსონაჟს შორის კოლოსს 184-ე ადგილი დაუთმო .
სტატიის