დეივ კოკრუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დევიდ ემეტ კოკრუმი (დ. 11 ნოემბერი, 1943 — გ. 26 ნოემბერი, 2006) იყო ამერიკელი კომიქსების მხატვარი. დაიბადა ორეგონის შტატში. დევიდი პატარაობიდანვე დაინტერესებული იყო კომიქსებითა და მომავალ პროფესიად სწორედ კომიქსების შექნა ესახებოდა. კოკრუმის უშუალო მონაწილეობითაა შექმნილი მარველის კომიქსების პერსონაჟები: შტორმი, ნაითქროლერი, კოლოსუსი. სიცოცხლის ბოლო წლებში კოკრუმს ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა (დიაბეტი, პნევმონია) და კომიქსების შექმნაშიც იშვიათად ღებულობდა მონაწილეობას. გარდაიცვალა 2006 წლის 26 ნოემბერს.