არაბთა გაერთიანებული საამიროები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროები)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „არაბეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არაბეთი.
الإمارات العربيّة المتّحدة
ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა

არაბთა გაერთიანებული საამიროები
ქვეყნის დროშა
დროშა
ჰიმნი: იში ბილადი
დევიზი: „ღმერთი, ერი, პრეზიდენტი“
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი აბუ-ზაბი
22°47′N 54°37′E
უდიდესი ქალაქი დუბაი
ოფიც. ენები არაბული
მთავრობა ფედერალური კონსტიტუციური მონარქია
  -პრეზიდენტი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნარიანი
ფართობი
 - საერთო
 
83,600 კმ²(115-ე)
მოსახლეობა
 - 2005 სავ.
 - 2006 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
4,496,000 (113-ე)
4,588,697
64 ად/კმ² (143-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$159.3 მილიარდი (54-ე)

$35,516 (მე-16)
აგი (2007) Green Arrow Up Darker.svg 0.868 (მაღალი) (39-ე)
ვალუტა ემირატების დიჰრემი (AED)
დროის სარტყელი (UTC +4სთ.)
  -ზაფხულის დრო (UTC +4სთ.)
ქვეყნის კოდი ARE
ccTLD .ae
სატელეფონო კოდი +971

არაბთა გაერთიანებული საამიროები (არაბ. الإمارات العربيّة المتّحدة‎‎), შემოკლებით ემირატებიმონარქიული სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია საუდის არაბეთი, კატარი და ომანი. ემირატები დაარსებულ იქნა 1972 წლის 2 დეკემბერს როცა ბრიტანეთის პროტექტორატი დამთავრდა და საამიროები ფედერაციად გაერთიანდნენ.


სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური : არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • ეროვნული : الإمارات العربيّة المتّحد (ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა)

[რედაქტირება] გეოგრაფია

ხედი სატელიტიდან

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: კატარი, საუდის არაბეთი, ომანი.

  • ფართობი : 83.600 კმ².
  • უმაღლესი წერტილი : ჰაჯარის მთები
  • ქვეყნის უდიდესი ნაწილი უდაბნოს უკავია. მოსახლეობა ცხობრობს ზღვისპირა ზონაში ან ოაზისებში. 1970 წლიდან დაიწყო სარწყავი არხების გაყვანა ოაზისების მიმდებარე უდაბნოებში და მათი ნაყოფიერ მიწებად გადაქცევის პროცესი.
  • კლიმატი : ემირატები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სახელმწიფოა.
  • აბუ დაბის წლიური საშუალო ტემპერატურის სკალა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
მაქსიმალური 24 °C 25 °C 29 °C 34 °C 38 °C 40 °C 41 °C 42 °C 40 °C 36 °C 30 °C 26 °C
მინიმალური 14 °C 15 °C 17 °C 21 °C 24 °C 26 °C 29 °C 30 °C 27 °C 23 °C 19 °C 16 °C

[რედაქტირება] სახელმწიფო

ფედერაციული ინსტიტუტები

უზენაესი საბჭო შედგება 7 საამიროს მმართველებისაგან, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს 5 წლის ვადით. არაოფიციალურად პრეზიდენტის თანამდებობა აბუ-ზაბის შეიხეის ალ-ნაჰიანებს გადეცემათ მემკვიდრეობით, პრემიერ-მინისტრობა კი დუბაის შეიხებს ალ-მაკტუმებს. უზენაესი საბჭო ირჩევს მინისტრთა საბჭოს და 40 კაციან საკავშირო ეროვნულ საბჭოს. დუბაის და რას ალ-ხაიმას საამიროების გარდა ყველა საამირო საკავშირო სასამართლო სისტემას ექვემდებარება. ემირატების ყველა საამიროში მოქმედებს აგრეთვე ისლამური სამართალი.


7 საამირო და მათი მმართველები

[რედაქტირება] დემოგრაფია

დუბაი

უდიდესი ქალაქებია (1 იანვარი, 2005)

მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, მცირე ნაწილი აღიარებს შიიზმს. ემირატებში ბევრია სამუშაოდ ჩასული უცხოელი. მათი უმრავლესობა ინდოეთის სუბკონტინენტიდან და ფილიპინებიდანაა.

[რედაქტირება] ეკონომიკა

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აქვს მაღალინდუსტრიული ეკონომიკა, რამაც გადააქცია ის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად მსოფლიოში. ქვეყნის ძირითადი რესურსები ნავთობი და გაზია. საუდის არაბეთისა და ქუვეითისგან განსხვავებით, საამიროებში გვიან დაიწყო ნავთობის მოპოვება. (1969 წ.) დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოისყიდა უცხოური ნავთობის კონცერნების აქტივები. 1981 წლისათვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები 100-ჯერ გაიზარდა. უზარმაზარი სიმდიდრე, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავთობისგან, მთავრობას საშუალებას აძლევს განახორციელოს გრანდიოზული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ქვეყანაში არის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც პირველად დუბაის პორტის (ჯაბალ ‘ალი) ირგვლივ დაარსდა 80-იან წლებში. 90-იან წლებში საამიროები გადაიქცა ახლო აღმოსავლეთის მსხვილ საფინანსო ცენტრად. ქვეყანაში ფაქტობრივარ არ არის ინფლაცია.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 5%. სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებს კვების პროდუქტებზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს. თევზჭერიდან მიღებული შემოსავლები 4-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებს. ექსპორტი: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, გაზი, ალუმინი. იმპორტი: მძიმე მანქანათმშენებლობის პროდუქცია და სატრანსპორტო აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველები. სავაჭრო პარტნიორები: ტაილანდი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, გერმანია, სინგაპური, ა.შ.შ. იაპონია, ინდოეთი, იტალია, ირანი (მასზე მოდის დუბაის ბიზნესის 20-30%) და სამხრეთ კორეა.

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] მემკვიდრეობა

  • მონიშნული სიის ელემენტი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე