აფონსუ VI (პორტუგალია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფონსუ VI
Afonso VI O Vitorioso
Afonsoviportugal.jpg
პორტუგალიის 22-ე მეფე
მმართ. დასაწყისი: 6 ნოემბერი, 1656
მმართ. დასასრული: 12 სექტემბერი 1683
წინამორბედი: ჟუან IV
მემკვიდრე: პედრუ II
დაბ. თარიღი: 26 აგვისტო, 1643
დაბ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 12 სექტემბერი 1683
გარდ. ადგილი: სინტრა, პორტუგალია
მეუღლე: მარია ფრანცისკა ნემურელი
შვილები: 13 შვილი
დინასტია: ბრაგანსის დინასტია
მამა: ჟუან IV
დედა: ლუიზა დე გუზმანი
რელიგია: კათოლიციზმი
სამხედრო კარიერა

აფონსუ VI გამარჯვებული (პორტ. Afonso VI O Vitorioso; დ. 21 აგვისტო 1643, ლისაბონი, პორტუგალია - გ. 12 სექტემბერი 1683, სინტრა, პორტუგალია) — პორტუგალიის მეფე ბრაგანსის დინასტიიდან 1656-1683 წლებში. ჟუან IV და ლუიზა დე გუზმანის ვაჟი. იქორწინა 1666 წელს მარიაზე, ნემურის ჰერცოგის, კარლ ამადეუსის, ასულზე.

აფონსუ 14 წლის იყო, როდესაც გარდაეცვალა მამა. რეგენტი გახდა მისი დედა, ჭკვიანი და ენერგიული ქალი. იგი მმართველობას განაგრძობდა მას მერეც, როდესაც მეფე სრულწლოვანი გახდა. ბავშვობიდან აფონსუ არაფრით სერიოზულით არ იყო დაკავებული, ცუდად სწავლობდა, მასწავლებლებს არ უჯერებდა, სამაგიეროდ უყვარდა ქუჩის ბიჭებთან თამაში. გამეფების შემდეგ მან განაგრძო ასეთი ცხოვრება: ლოთობდა და გარყვნილობდა. მის მეგობარს, იტალიელ ვაჭარს ანტონიო კონტის დიდი გავლენა ჰქონდა მასზე და განაწყობდა დედის წინააღმდეგ. დედოფალმა, ამის საპასუხოდ, დაიახლოვა უმცროსი ვაჟი პედრუ, რომელიც დაახლოვა ყველაზე პატივცემულ და განათლებულ ხალხთან და აპირებდა ძალაუფლება მისთვის გადაეცა. 1662 წელს, სახელმწიფო თათბირისას, დედოფლის ერთგულმა დიდებულებმა დააპატიმრეს აფონსუ, კონტი და მეფის სხვა მეგობრები. მაგრამ ამ გადატრიალებას წარმატება არ ჰქონია. აფონსუ ალკანტარაში გაიქცა, საიდანაც განაგრძო დედის წინააღმდეგ ბრძოლა. დიდებულთა უმეტესობა და არმია მას მიემხრო. დედოფალი იძულებული გახდა მონასტერში წასულიყო. მმართველობა გადავიდა გრაფ კასტელო მელორას ხელში, იგი ჭკვიანი და მოხერხებული კაცი იყო. 1666 წელს მან მეფეს ცოლად მარია ფრანსისკა. აფონსუს იგი მალე მობეზრდა და აღარ აქცევდა ყურადღებას. დედოფალი კი ამაყი და პატივმოყვარე ქალი იყო. ქმართან ჩხუბის მერე, იგი მის უმცროსს ძმას დაუახლოვდა. მალე მათ ძლიერი პარტია ჩამოაყალიბეს და ბევრი მომხრე ყავდათ. 1667 წლის 1 ოქტომბერს პედრუმ დაიკავა სამეფო სასახლე და მეფეს მოსთხოვა თავისი მეობრების მმართველობისგან ჩამოშორება. სასახლის გარშემო მყოფი ხალხიც იგივეს ითხოვდა. მეფე უნდა დათანხმებულიყო. ნოემბერში იგი აიძულეს უარი ეთქვა ტახტზე. კორტესებმა პედრუ პრინც მმართველად აღიარეს. მარია ფრანსისკა ამტკიცებდა რომ არ ჰქონდა აფონსუსთან ცოლ-ქმრული ურთიერთობები, განქორწინება მიიღო და პედრუს გაყვა ცოლად. აფონსუ ჯერ სასახლეში იყო პატიმრობაში, შემდეგ გადაასახლეს ტერსეირუში, რამდენიმე წლის მერე კი მისცეს პორტუგალიაში დაბრუნების უფლება და იგი სასახლეში დასახლდა. ბოლო წლები აფონსუმ სრულ აპატიაში გაატარა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X