პედრუ I (პორტუგალია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პედრუ I
Pedro I "o Justiceiro"
პორტუგალიის მე-8 მეფე
მმართ. დასაწყისი: 28 მაისი 1357
მმართ. დასასრული: 18 იანვარი 1367
წინამორბედი: აფონსუ IV
მემკვიდრე: ფერნანდუ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 აპრილი, 1320
დაბ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 18 იანვარი, 1367
გარდ. ადგილი: ეშტრემოში, პორტუგალია
მეუღლე: კონსტანცა მანუელა დე ვილენა
ინეს დე კასტრო
ტერეზია ლორენცო
შვილები: ფერნანდუ I, პორტუგალიის მეფე
დინასტია: ბურგუნდიული დინასტია
მამა: აფონსუ IV
დედა: ბეატრისა კასტილიელი

პედრუ I სამართლიანი (პორტ. Pedro I "o Justiceiro"; დ. 19 აპრილი, 1320, კოიმბრა, პორტუგალია — გ. 18 იანვარი, 1367, ეშტრემოში, პორტუგალია) — პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1357–1367 წლებში. აფონსუ III და ბეატრისა კასტილიელის შვილი.

პედრუ I მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მმართველი იყო. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას მეტსახელად "სამართლიანი".

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში დააქორწინეს 10 წლის ბლანკა კასტილიელზე. 8 წლის შემდეგ ეს ქორწინება გააუქმეს. 1339 წელს კი ცოლად შერთეს კონსტანცა კასტილიელი, რომელთანაც შეეძინა 3 შვილი. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მეფე მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა თავის საყვარელთან – ინეს დე კასტრო, რომლისგანაც მას კიდევ 4 შვილი შეეძინა. 1355 წელს საყვარელიც გარდაეცვალა და ორი წლის შემდეგ უკანონო შვილი გააჩინა ტერეზია ლორენცოსაგან. სწორედ ეს უკანონო შვილი ჟუან I გახდა პორტუგალიის მეფე და ავისის დინასტიის დამაარსებელი.