აფონსუ III (პორტუგალია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფონსუ III
Afonso III
პორტუგალიის და ალგარვის მეფე
მმართ. დასაწყისი: 4 იანვარი 1248
მმართ. დასასრული: 16 თებერვალი 1279
წინამორბედი: სანშუ II
მემკვიდრე: დინიშ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 მაისი 1210
დაბ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალიის სამეფო
გარდ. თარიღი: 16 თებერვალი, 1279(1279-02-16)
გარდ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალიის სამეფო
მეუღლე: მატილდა II ბულონელი
ბეატრის კასტილიელი
შვილები: დინიშ I, პორტუგალიის მეფე
დინასტია: ბურგუნდიული დინასტია
მამა: აფონსუ II
დედა: ურაკა კასტილიელი

აფონსუ III (პორტ. Afonso III; დ. 1210 — გ. 16 თებერვალი, 1279) — პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1248–1279 წლებში. აფონსუ II-ს და ურაკა კასტილიელის ვაჟი. იქორწინა 1235 წელს მატილდაზე, რენო დე მარტინის ასულზე და 1254 წელს ბეატრისა გუსმანი, ალფონსო X-ს, კასტილიის მეფის უკანონო შვილზე.

1245 წლიდან, როდესაც აფონსუს უფროსი ძმა სანშუ II გადააყენეს და იგი ფაქტობრივად მმართავდა ქვეყანას. 1248 წელს კი კორტესებმა იგი ოფიციალურად მეფედ აღიარეს. მან განაახლა არაბებთან ომი და დაპყრო მთელი ალგარვი. აფონსუ ზრუნავდა მიწათმოქმედების განვითარებაზე, დაპყრობილ ტერიტორიებზე ასახლებდა ქრისტიან კოლონისტებს და ქმნიდა ახალ დასახლებებს. ძალაუფლების გამყარების შემდეგ, მან დაიწყო სასულიერო პირების უფლებების შეზღუდვა. ეპისკოპოსები ჩიოდნენ, რომ იგი ითვისებს ეკლესიის მამულებს, ართმევს შემოსავლებს და აიძულებს სასულიერო პირებს დაემორჩილონ საერო სამართალს. რომის პაპი გრიგოლ IX დაემუქრა აფონსუს ეკლესიისგან განკვეთით. ალფონსუ არწმუნებდა პაპს, რომ პატივს სცემს მას, მაგრამ აგრძელებდა თავის პოლიტიკას. 1277 წლამდე მას გასდიოდა ეს პოლიტიკა, მაგრამ ბოლოს იგი განკვეთეს ეკლესიისგან. მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1279 წელს შეურიგდა იგი სასულიერო პირებს, და დაპირდა 1245 წელს მიცემული დაპირებების შესრულებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X