კარლუშ I (პორტუგალია)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კარლუშ I | |
| Carlos I o Martirizado | |
![]() |
|
| პორტუგალიის 33-ე მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 19 ოქტომბერი, 1889 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1 თებერვალი, 1908 |
| წინამორბედი: | ლუიშ I |
| მემკვიდრე: | მანუელ II |
| დაბ. თარიღი: | 28 სექტემბერი, 1863 |
| დაბ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
| გარდ. თარიღი: | 1 თებერვალი, 1908 |
| გარდ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
| მეუღლე: | ამელია ორლეანელი |
| შვილები: | ლუიშ-ფილიპე და მანუელ II |
| დინასტია: | ბრაგანსის დინასტია |
| მამა: | ლუიშ I |
| დედა: | მარია-პია სავოიელი |
| რელიგია: | კათოლიციზმი |
კარლუშ I (პორტ. Carlos I o Martirizado; დ.28 სექტემბერი, 1863, ლისაბონი, პორტუგალია – გ. 1 თებერვალი, 1908, ლისაბონი, პორტუგალია) – პორტუგალიის ბოლოსწინა მეფე 1889 -1908 წლებში. მიეკუთვნება საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიას, მაგრამ ოფიციალურად ითვლება ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენლად. ლუიშ I-ისა და მარია-პია სავოიელის შვილი.
1908 წლის 1 თებერვალს, როდესაც მეფე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დასვენებიდან ბრუნდებოდა ლისაბონში, ტერეირუ-დუ-პასუს მოედანზე, ორმა რესპუბლიკელმა ტერორისტმა ცეცხლი გახსნა მათი მისამართით. ადგილზევე მოკლეს მეფე კარლუში, 20 წუთში ტერორისტების მსხვერპლი გახდა ტახტის მემკვიდრე ლუიშ-ფილიპე, ხოლო ხელში დაიჭრა კარლუშის უმცროსი შვილი მანუელი. ორივე თავდამსხმელი ადგილზევე იქნა დაცხრილული. 1910 წელს პორტუგალიის მონარქია დაემხო.
|
|||||||||||||||||||
სტატიის 