ფილიპ მელანხტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიპ მელანხტონი
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1497
ბრეტენი
გარდაცვალების თარიღი 19 აპრილი, 1560 (63 წლის)
ვიტენბერგი
საქმიანობა თეოლოგი, პროფესორი

ფილიპ მელანხტონი (გერმ. Philipp Melanchton; დ. 16 თებერვალი, 1497, ბრეტენი — გ. 19 აპრილი, 1560, ვიტენბერგი) — გერმანელი ჰუმანისტი, თეოლოგი და პედაგოგი, ევანგელისტი რეფორმატორი, ლუთერანული თეოლოგიის სისტემატიზატორი. დაიბადა 1497 წლის 16 თებერვალს, ბრეტენში, გარდაიცვალა 1560 წლის 19 აპრილს, ვიტენბერგში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამდვილი გვარი — შვარცერდი (Schwartzerdt ან Schwarzerd). დაიბადა მეიარაღისა და ვაჭრის ქალიშვილის ოჯახში; იოჰან რაიხლინის მოსწავლე. 12 წლისა მოხვდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, 1514 წელს ტიუბინგენსის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი და იქ წაიკითხა ლექცია რომის კლასიკაზე და ბერძნულ გრამატიკაზე.

1509 წლიდან ნამდვილი გვარის ადგილი დაიკავა მელანხტონის ბერძნულმა თარგმანმა (Μελάγχθων; რაც აღნიშნავს „შავ მიწას“. ის ამ გვარით შევიდა ისტორიაში.

1520 წელს დაქორწინდა კატარინა კრაპზე — ვიტენბერგის ბურგომისტრის ქალიშვილზე.

მელანხტონი და ლუთერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ მელანხტონი გახდებოდა, ვიტენბერგის უნივერსიტეტში მიიღო ბერძნული ენის კათედრა, სადაც გაიცნო ლუთერი. ლუთერთან მეგობრობა დაიწყო ლაიფციგის დისპუტის დროს 1518 წლის გაზაფხულზე. მათი მეგობრობა არ შეწყვეტილა ლუთერის გარდაცვალებამდე. ლუთერი მას მოიაზრებდა მის შემცვლელად და ლუთერის გარდაცვალების შემდეგ (1546) მელანხტონი ლუთერანობის სათავეში მოექცა. მელანხტონი გარდაცვალების შემდეგ ლუთერის გვერდით დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Uwe Birnstein: Der Humanist. Was Philipp Melanchthon Europa lehrte. Wichern, Berlin 2010, ISBN 978-3-88981-282-7.
  • Uwe Birnstein (Hrsg.): Melanchthon klug & weise. Seine besten Zitate. Evangelische Verlagsanstalt, Leipzig 2010, ISBN 978-3-374-02753-8.
  • Helmut Claus: Melanchthon–Bibliographie 1510–1560, 4 Bände. Gütersloher Verlagshaus, 2014. ISBN 978-3-579-05378-3.
  • Günter Frank, Sebastian Lalla (Hrsg.): Fragmenta Melanchthoniana. 3 Bände. Verlag Regionalkultur, Ubstadt-Weiher 2003, ISBN 3-89735-228-1, ISBN 3-89735-240-0, ISBN 3-89735-456-X (Vortragsreihen zur Person und zum historischen Kontext Melanchthons).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]