პორტალი:გაერო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაეროUN flag watermark.svg
გაეროს პორტალი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაეროს პორტალში
გაეროს დროშა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო (United Nations Organization, UNO; შემოკლებით - United Nations, UN) - საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.

რჩეული სტატია
United Nations Development Programme Logo.gif

გაეროს განვითარების პროგრამა (United Nations Development Programme, UNDP) - დაარსებულია 1965 წელსგაეროსგენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით გაეროს სპეცფონდისა და გაფართოებული ტექნიკური დახმარების პროგრამის შერწყმის გზით. ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: დახმარების მიმღები ქვეყნებისათვის ექსპერტების და კონსულტანტების გაგზავნა, ტექნიკის და მოწყობილობების მიწოდება, კადრების მომზადება, სემინარების ორგანიზება და სხვა.

რჩეული სურათი
რჩეული წევრი
ჰაიტის რესპუბლიკა
ჰაიტის რესპუბლიკა

ჰაიტის რესპუბლიკა (კრეოლ. Repiblik d Ayiti) -- კუნძულ ჰაიტის (ასევე ისპანიოლა) დასავლეთ მესამედზე მდებარე ქვეყანაა, რომელსაც ასევე რამდენიმე მცირე კუნძული აქვს - ლა გონავი, ლა ტორტიუ, ლე კაიემიტი და ილ-ა-ვაში კარიბის ზღვაში, კუბის აღმოსავლეთით; კუნძულს ჰაიტი დომინიკელთა რესპუბლიკასთან იყოფს. ქვეყნის საერთო ფართობია 27.750 კვ. კმ. დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი მდებარეობს მთავარ კუნძულზე გონავის ყურის სამხრეთ აღმოსავლეთით.

ყოფილი საფრანგეთის კოლონია, ჰაიტი პირველი შავკანიანთა რესპუბლიკა იყო და ერთადერთი ერი, რომელიც მონათა წარმატებული ამბოხის შედეგად ჩამოყალიბდა. 1804 წლის 1 იანვარს დამოუკიდებლობის გამოცხადებით ჰაიტი მეორე არამშობლიური ქვეყანა გახდა ამერიკის კონტინენტებზე, აშშ-ის შემდეგ. ამჟამად, მიუხედავად არსებობის ხანგრძლივობისა, ის დასავლეთ ნახევასფეროში უღარიბესი ქვეყანაა. (წაიკითხეთ მეტი ჰაიტის შესახებ...)

გაეროს ორგანოები
გაეროს გენერალური მდივნები
რჩეული ციტატა
ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს განსხვავებული რელიგიები, სხვადასხვა ენები, მივეკუთნოთ სხვადასხვა რასებს, მაგრამ ჩვენ ყველა ვეკუთვნით ერთადერთ ადამიანურ რასას. ჩვენ ყველა ვიყოფთ ძირითად ფასეულობებს.
კატეგორიები
დობილი პორტალები