უ ტანი
| უ ტანი | ||
| გაეროს გენერალური მდივანი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 30 ნოემბერი, 1962 – 31 დეკემბერი, 1971 | ||
| წინამორბედი | დაგ ჰამარშელდი | |
| მემკვიდრე | კურტ ვალდჰაიმი | |
|
|
||
| დაბადებული | 22 იანვარი, 1909 პანდანო, ბირმა |
|
| გარდაცვლილი | 25 ნოემბერი, 1974 ნიუ-იორკი, აშშ |
|
| მეუღლე | დოუ თჰეინ თინი | |
| რელიგია | ბუდიზმი | |
უ ტანი (ბირმ. ဦးသန; დ. 22 იანვარი, 1909, პანდანო, ბირმა — გ. 25 ნოემბერი, 1974, ნიუ-იორკი, აშშ) — ბირმელი დიპლომატი. გაეროს მე-3 გენერალური მდივანი (1962-1971). გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს დაგ ჰამარშელდის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ 1961 წლის სექტემბერში.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
განათლება მიიღო პანდანოს ეროვნულ საშუალო სკოლაში და რანგუნის უნივერსიტეტში. დიპლომატიური მოღვაწეობის დაწყებამდე მუშაობდა განათლებისა და ინფორმაციის სფეროში. იგი გახდა პანდანოს ეროვნული საშუალო სკოლის უფროსი მასწავლებელი, ხოლო შემდეგ დირექტორიც.
1957-1961 წლებში იყო ბირმის დელეგაციის ხელმძღვანელი გაეროში. 1959 წელს არჩეულ იქნა 14-ე გენერალური ასამბლეის თავჯდომარის მოადგილედ. 1961 წელს აირჩიეს გაეროს გენერალურ მდივნად, დაგ ჰამარშელდის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ. უშიშროების საბჭოს ერთსულოვანი რეკომენდაციით მეორე ვადით აირჩიეს 1966 წლის 2 დეკემბერს. ვადის გასვლის შემდეგ, 1971 წლის 31 დეკემბერს, გავიდა პენსიაში და გარდაიცვალა 1974 წელს ნიუ-იორკში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||||||

