ტრიუგვე ლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრიუგვე ლი
ტრიუგვე ლი
გაეროს გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 თებერვალი, 1946 – 10 ნოემბერი, 1952
წინამორბედი გლედვინ ჯები მ/შ
მემკვიდრე დაგ ჰამარშელდი

დაბადებული 16 ივლისი, 1896
ოსლო, ნორვეგია
გარდაცვლილი 30 დეკემბერი, 1968
გეილო, ნორვეგია
მეუღლე ჰორდის იორგენსენი
რელიგია ლუთერანიზმი
ხელმოწერა Trygve Lie Signature.svg

ტრიუგვე ლი (ნორვ. Trygve Halvdan Lie;; დ. 16 ივლისი, 1896, ოსლო, ნორვეგია — გ. 30 დეკემბერი, 1968, გეილო, ნორვეგია) — ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე. გაეროს 1-ლი გენერალური მდივანი (1946-1952 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ოსლოში, სწავლობდა ოსლოს უნივერსიტეტში სადაც მიიღო იურისტის დიპლომი.

1945 წელს სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე ხელმძღვანელობდა ნორვეგიის დელეგაციას. 1946 წლის 1 ტებერვალს აირჩიეს გაეროს გენერალურ მდივნად. თავისი მდივნობის პერიოდში ცდილობდა შეეჩერებინა მოსალოდნელი კონფლიქტები კორეის ომი, ბერლინის ბლოკადა, ქაშმირის კრიზისი. მხარს უჭერდა და ცდილობდა საერთაშორისო მხარდაჭერა მოეპოვებინა ისრაელის, ინდონეზიისა და ჩინეთისათვის.

ტრიუგვე ლი თანამდებობიდან გადადგა 1952 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]