პანდა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანდა
Ailurus fulgens RoterPanda LesserPanda.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
კლასი: ძუძუმწოვრები
ოჯახი: ენოტისებრნი
ლათინური სახელი
Ailurus fulgens
დაცვის სტატუსი

პანდა (Ailurus fulgens) — ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 51-64 სმ, მასა 3-4,5 კგ აღწევს. გავრცელებულია ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ბირმისა და ნეპალის ჩრდილოეთით. აქტიურია ღამით, დღისით ხის ფუღუროში სძინავს. იკვებება ყლორტებით, ბალახით, ფესვებით, ხილით, თესლით, ზოგჯერ — ფრინველებით, მათი კვერცხებით, წვრილი მღრღნელებით. ტყვეობას ადვილად იტანს.

ლიტერატურა [რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პანდა&oldid=2361832-დან“