ბამბუკი (გვარი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბამბუკი (მალაიური bambu), Bambus-ს გვარი. ხისებრი მარცვლოვნების სახელწოდება. მისი სამშობლოა აზიის, აფრიკის და ამერიკის ტროპიკები და სუბტროპიკები. საქართველოში გავრცელდა XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩრდილოეთ განედის ცნობილი სახეობები: ჩინური მადაკე, იაპონური მადაკე, მოსო და სხვა. სულ 20 სახეობა. ზოგიერთი სახეობის ღეროს სიმაღლე 20-30 მ აღწევს. იყენებენ ავეჯის, კიბეების, სათხილამურო ჯოხების, წყალსადენი მილების, საყრდენების, ქაღალდისა და სხვების დასამზადებლად. საქართველოში ბამბუკს 1000 ჰა უჭირავს. უმთავრესად იზრდება შავი ზღვის სანაპირო რაიონებში.
- აგრეთვე ბამბუკი ბამბუკისებრთა ქვეოჯახის მარცვლოვნების საერთო სახელწოდება.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ლეკვეიშვილი ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 348, თბ., 1977