ბარიბალი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარიბალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: დათვისებრნი
გვარი: Ursus
სახეობა: ბარიბალი
ლათინური სახელი
Ursus americanus

ბარიბალი, შავი დათვი (Ursus americanus), ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა, შემოსილია შავი ბეწვით. სხეულის სიგრძე 1,8 მ-ს აღწევს. ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში. ზამთარს ატარებს ბუნაგში. იკვებება მცენარეებით, ზოგჯერ ცხოველებით, ლეშით, თავს ესხმის შინაურ ცხოველებსაც. ზოგან სანადირო ობიექტია (იყენებენ ტყავს, ზოგჯერ ხორცსაც).

პირადი ხელსაწყოები