სათვალიანი დათვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სათვალიანი დათვი
Spectacled Bear Tennoji 2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: დათვისებრნი
გვარი: Tremarctos
სახეობა: სათვალიანი დათვი
ლათინური სახელი
Tremarctos ornatus
გავრცელების არეალი
Tremarctos ornatus distribution.svg

სათვალიანი დათვი (ლათ. Tremarctos ornatus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. სათვალიანი დათვის სხეულის სიგრძე 1.3-2.1 მ, წონა 80-200 კგ აღწევს. მისი სიმაღლე მხრებში 70-80 სმ-ია. სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 20-25 წელია. სათვალიანი დათვი ბინადრობს უკიდურეს სამხრეთ რეგიონებში. გვხვდება სამხრეთ ამერიკის ანდებში, ვენესუელასა და ჩილეში. ასეთი საინტერესო სახელი მას უწოდეს იმის გამო, რომ სახეზე თვალების მიდამოებში აქვს ღია ყვითელი ფერის ლაქები, რომლებიც სათვალეს ჰგავს.

ეს სახეობა დათვებს შორის ყველაზე ვეგეტარიანელი დათვია, იგი საუკეთესო მცოცავია და დროის უმეტეს ნაწილს ხეებზე ატარებს. სათვალიანი დათვი მთელი წლის განმავლობაში აქტიურია. მშობიარობს იანვარში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]