ცხიმი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხიმები – ორგანული ნივთიერებებია, რომლებიც გვხვდება როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ უჯრედებში. ცხიმებით განსაკუთრებით მდიდარია ზოგიერთი მცენარის – კაკლის, თხილის, მზესუმზირის, არაქისის, ქოქოსის პალმის ნაყოფები და თესლები. ცხოველებში ცხომი თავმოყრილია კანქვეშ და ბადექონში. ვეშაპის კანქვეშა ცხიმოვანი შრის სისქე ერთ მეტრამდეა. ცხიმი სითბოს ცუდი გამტარია. ამიტომაა, რომ ვეშაპს, დელფინს, სელაპს, შეუძლიათ ცივ წყალში ცხოვრება. ასევე იცავს ცხიმის სქელი ფენა სითბოს დაკარგვისაგან თეთრ დათვსა და პინგვინებს.

ცხიმები ენერგიით მდიდარი ნივთიერებებია. უჯრედებში ცხიმის საბოლოო დაშლისას სხვა პროდუქტებთან ერთად დიდი რაოდენობით წყალი გამოიყოფა. მაიტომ ძლებენ უდაბნოში მცხოვრები ცხოველები დიდხანს უწყლოდ. ორგანიზმისთვის აუცილებელი წყალი სამარაგო ცხიმის დაშლის დროს ორგანიზმშივე წარმოექმნებათ.


პირადი ხელსაწყოები