მომავალი საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მომავალი საქართველო
მომავალი საქართველო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
ლიდერი გიორგი ლაღიძე
ისტორია
დაფუძნდა 22 თებერვალი, 2008
ფერები         
შტაბ-ბინა საქართველო, თბილისი, ა. ხორავას N9
http://momavalisaqartvelo.ge/

მომავალი საქართველო — პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაფუძნდა 2008 წლის 16 თებერვალს, ხოლო ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა 2008 წლის 22 თებერვალს.[1]

პარტიის დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო გიორგი ლაღიძე, რომელიც პარტიის მთავარი კომიტეტის მიერ არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ. გიორგი ლაღიძე პროფესიით იურისტია.[1]

პარტიის თავმჯდომარე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დედაქალაქის მერობის კანდიდატი იყო, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი.[1]

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა პარტიის ყრილობა.[1]

პარტიის აღმასრულებელი ორგანოა მთავარი კომიტეტი, რომელიც შედგება 7 წევრისგან და არჩეულნი არიან 4 წლის ვადით. პარტიის მაკონტროლებელი ორგანოა საკონტროლო კომისია.[1]

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
2012 საპარლამენტო 0,03% ვერ გადალახა ბარიერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 2012-08-24.