მაუნა-კეა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაუნა-კეა

მაუნა-კეა
მაუნა-კეა

კოორდინატები: 19.49° ჩ. გ. 155.28° დ. გ. / 19.49° ჩ. გ. 155.28° დ. გ. / 19.49; -155.28

მდებარეობა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე 4205 მ
ტიპი ფარისებრი ვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 6000-4000 წლის წინ[1]

მაუნა-კეა მდებარეობა ჰავაი

Mountain sign.svg

მაუნა-კეა (ინგლ. Mauna Kea; ჰავაიურად – თეთრი მთა) — ჩამქრალი ფარისებრი ვულკანი ჰავაის კუნძულებზე. სიმაღლე 4205 მ. წარმოადგენს ჰავაის შტატის უმაღლეს წერტილს. მისი დიდი ნაწილი წყლის ქვეშ მდებარეობს. თუ მაუნა-კეას სიმაღლეს მისი ძირიდან ავითვლით მაშინ მისი სიმაღლე 10 კმ მიაღწევს. გვიანდელმა ვულკანიზმა განაპირობა ვულკანის უფრო უხეში იერი, ვიდრე მის მეზობელ ვულკანებს გააჩნიათ. 2003 წელს დადგინდა, რომ ვულკანის უკანანსკნელი ამოფრქვევა 6000-4000 წლის წინ დაიწყო. თანადროულ დროში მაუნა-კეა არააქტიურ ვულკანად მიიჩნევა.

იგი ერთ-ერთია ჰავაის კუნძულებზე გავრცელებული ხუთი ცხელი წერტილიბიდან, ხოლო ასაკითა და აქტიურობით ჰავაის ვულკანებს შორის იგი მეტად გამორჩეულია. მაუნა-კეას მოცულობა უდრის 3200 კმ³-ს. ისევე როგორც ჰავაის ყველა ვულკანი მაუნა-კეა წარმოიქმნა ცხელი წერტილებიდან, როდესაც წყნაროკეანური ფილა გადავიდა დედამიწის მანტიაში. აგებულია ანდეზიტური და ოლივინ-ბაზალტური ლავებით. კალთებზე ბევრი პარაზიტული კონუსია. კრატერი დანგრეულია. მოსწორებული მწვერვალი თითქმის მუდამ თოვლით არის დაფარული (აქედან წარმოსდგა სახელწოდება).

ქარზურგა კალთებზე სავანაა, ქარპირა ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთებზე ნოტიო ტროპიკული ტყე თითქმის გაჩეხილია და გაშენებულია ანანასის, შაქრის ლერწმისა და ბანანის პლანტაციები. მწვერვალზე მდებარეობს ცნობილი ასტრონომიული ობსერვატორია — მაუნა-კეას ასტრონომიული ობსერვატორია, სადაც დიდი ხანია წარმოებს ასტრონომიული დაკვირვებები.

ზღვის დონიდან 3780 მ სიმაღლეზე აღმოჩენილია გამოქვაბულები, საიდანაც უძველესი ჰავაიელები მოიპოვებდნენ ბაზალტს, რომლისგანაც ქვის ხელსაწყოებს ამზადებდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. «Mauna Kea Hawai`i's Tallest Volcano». ამერიკის გეოლოგიური სამსახური (2002 წლის 22 მაისი). წაკითხვის თარიღი: 2011-02-12.