ვულკანიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვულკანიზმიდედამიწის ქერქში და ზედაპირზე მაგმისა და მისი თანმხლების აირების გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცესების ერთობილობა.

დედამიწის ზედაპირზე ვულკანიზმის ტიპური გამოხატულებაა ვულკანები. ვულკანიზმის სიღრმული გამოვლინებაა დედამიწის ქერქში ინტრუზიული მასების შემოჭრა, რასაც თან ახლავს შემცველი ქანების მეტ-ნაკლები სახეცვლა მაგმის თერმული და ქიმიური ზემოქმედებით.

ვულკანიზმთან უნდა იყოს დაკავშირებული აგრეთვე კრატერები და კალდერები მთვარის ზედაპირზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]