ფსევდოკრატერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფსევდოკრატერი ისლანდიაში (მიუვატნი).

ფსევდოკრატერი (Pseudocrater) — ვულკანური რელიეფი, რომელიც წააგავს ვულკანურ კრატერს, თუმცა ამ უკანასკელისაგან განსხვავდება იმით, რომ იგი არ არის ლავის ფაქტობრივი გამოსავალი. ფსევდოკრატერი ცნობილია როგორც „უფესვო კონუსი“, რომელიც ხასიათდება მაგმური მილის უქონლობით. ფსევდოკრატერი წარმოიქმნება ორთქლის აფეთქების შედეგად, როდესაც ლავა გაედინება წყლიან ტერიტორიებზე, როგორებიცაა ჭაობის, ტბის ან გუბეების ზედაპირი, სადაც წყალი იმთავითვე ორთქლდება. აღნიშნული სტრუქტურები მაგმამდე ვერ აღწევენ.

ფსევდოკრატერის კლასიკური მაგალითებია ისლანდიაში. აღსანიშნავია მაგ., მიუვატნის ტბის ირგვლივ არსებული ფსევდოკრატერები ან როიზგოულიარის ფსევდოკრატერების ჯგუფი (რეიკიავიკთან), რომელთა ასაკია 4600 წელი. რელიეფის აღნიშნული ფორმები გამოვლინდა ცენტრალურ მასივშიც (საფრანგეთი). ფსევდოკრატერები აღმოჩენილია აგრეთვე მარსზე.[1]

2010 წლის მარტში მოხდა ისლანდიის ვულკან ეიაფიალაიეკულის ამოფრქვევა, რის შედეგად წარმოიქმნა ფსევდოკრატერი.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. (გერმანული) ცეცხლი და წყალი პლანეტა მარსზე
  2. Kvöldfréttir Stöðvar Tvö "Viðtal við Ármann Höskuldsson eldfjallafræðing" Fréttastofa Stöðvar Tvö